კორიდის აკრძალვის მოთხოვნით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა.
მომიტინგეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით - "კორიდა სისასტიკის სკლოაა", "კორიდა ესპანეთის ეროვნული სირცხვილია".
სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ესპანეთში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ემხრობა კორიდის აკრძალვას, მიუხედავად ამისა, ხარებთან ბრძოლის ასპარეზობას კვლავინდებურად უამრავი ადამიანი ესწრება. წელიწადში ესპანეთში 2000-მდე ასეთი ასპარეზობა ეწყობა.
კორიდის მომხრეები, რომელთა შორისაც ესპანეთის პრემიერი მარიანო რახოიცაა, აცხადებენ, რომ ეს ეროვნული ტრადიციაა, რომელიც ათეულობით საუკუნეს ითვლის.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს კორიდა კანარის კუნძულებზე აკრძალეს, რასაც მალე კატალონიაც შეუერთდა.
წყარო: http://www.newposts.ge/
|