ეს პრობლემა 2014 წლის შემდეგ, სადგურის დაარსების დღიდან არსებობს და მფლობელები ამბობენ, რომ ყველაფერს აკეთებენ მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად, თუმცა მკვდარი ფრინველების რიცხვი არ იკლებს.
როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი სადგურის ლოკაციისა და დიზაინის ბრალია.
მზის ენერგიის შესაკრებად, დიზაინერებმა და ინჟინრებმა, 13 კმ.2-ზე სპეციალური სარკეები დაამონტაჟეს, რომლებიც მიღებულ მზის სინათლეს სადგურის სამ წერტილში, 40 სართულიანი სახლის სიმაღლის კოშკების წვერებზე მიმართავს. სწორედ ეს კოშკები გარდაქმნიან მიღებულ სინათლეს ელ. ენერგიად.
სარკეების მიერ კონცენტრირებული სინათლის გამო, კოშკების გარშემო ძალიან მაღალი ტემპერატურაა (ამ სარკეებს დაახლოებით იგივე ეფექტი აქვთ, რაც უზარმაზარ გამადიდებელ შუშას), რის გამოც ეს ადგილები მწერებს ყველა მხრიდან იზიდავს. მწერებს კი, თავისთავად, მათზე მონადირე ფრინველებიც მოჰყვებიან. კოშკებთან ახლოს მიფრენილი ჩიტი კი რამდენიმე წამში ჰაერში ფერფლად იქცევა.
ამას ისიც ემატება, რომ ივანპას მზის ენერგიის სადგური არაერთი იშვიათი ჯიშის გადამფრენი ფრინველის საიმიგრაციო მარშრუტზეა განლაგებული, რაც კიდევ უფრო ზრდის მსხვერპლს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სადგურის მფლობელებს, აშშ-ს არაერთი სააგენტო ეხმარება, პრაქტიკულ და მუშა გადაწყვეტილებამდე ჯერ ვერავინ მივიდა.