დანია აპირებს გერმანიის საზღვარზე 50 კილომეტრი სიგრძისა და 1,5 მეტრი სიმაღლის დამცავი კედელი ააშენოს, რათა გერმანიიდან შემოსული გარეული ტახებისაგან დანიური ღორები დაიცვას.
დანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, გერმანიიდან ტახებმა შესაძლოა სასიკვდილო ინფექცია - აფრიკული ჭირი გადმოიტანონ, რითიც ქვეყნის ხორცის წარმოება სერიოზულად დაზარალდება. შეგახსენებთ, რომ დანია ღორის ხორცის წარმოების კუთხით ევროპაში ერთერთი ლიდერი ქვეყანაა.
ჯერჯერობით, არც გერმანიაში და არც დანიაში დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა შემთხვევები იყო ესტონეთში, ლიტვასა და პოლონეთში.
ეს დაავადება ადამიანებისთვის და სხვა ცხოველებისთვის სახიფათო არ არის, თუმცა, 10 დღეში ღორები მისგან კვდებიან, თანაც ჯერჯერობით აფრიკული ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.
წყარო: http://newposts.ge
|