მთავარი » 2018»ნოემბერი»26 » იაპონიაში წარმოდგენილ 7D ტექნოლოგიას თითქმის ყველა გასართობი ობიექტის შეცვლა შეუძლია და აი, რატომ (+ვიდეო)
02:07:38
იაპონიაში წარმოდგენილ 7D ტექნოლოგიას თითქმის ყველა გასართობი ობიექტის შეცვლა შეუძლია და აი, რატომ (+ვიდეო)
თუ ფიქრობთ, რომ 3D ფილმები სამეცნიერო ტექნოლოგიის ზენიტია, ცხოვრებას ნამდვილად ჩამორჩით.
ოდესღაც ყველაფერი შავ-თეთრი ეკრანით დაიწყო, რაც იმ პერიოდში საოცრებას წარმოადგენდა. განვითარების ეტაპზე გვხვდება სათვალე წითელი-ლურჯით, შემდეგ გართობისა და სპეც ეფექტების სფეროში მივეჩვიეთ 4D-საც.
ახლა კიდევ უფრო დიდი ემოციებისთვის ვართ მზად და ეს 7D ეფექტია.
მისი მთავარი იდეაა, მაყურებელმა შეძლოს ვირტუალური წარმოსახვის რეალურად აღქმა. გამოგონება Magic Leap-ს ეკუთვნის. იგი წარმოადგენს ნათელ და მკაფიო ჰოლოგრამებს. გარდა ამისა, ულტრა რეალისტურ გამოსახულებებს ქმნის.
7D ტექნოლოგია მხოლოდ ვიზუალურ მხარეს არ მოიცავს: წარმოდგენას თან ახლავს სუნი, ხმა და შეგრძნებაც კი. მიზანი - შეიქმნას ილუზია, რომელიც არაფრით განსხვავდება რეალურისგან. პროექტი ჯერჯერობით განვითარების ეტაპზეა, თუმცა, ისეთი ქვეყნებში, როგორიც არის იაპონია და დუბაი, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ საზოგადოებრივ ადგილებში ისიამოვნონ ამ საუცხოო სანახაობით.
იაპონიაში გახსნილია ზოოპარკი ცხოველების გარეშე - მისი ყველა ბინადარი 7D პროექტია. ეს საოცარი სანახავია, რადგან დამთვალიერებლებს შეუძლიათ სივრცეში დააკვირდნენ ცხოველებს - მათ მოქმედებებსა და მიუახლოვდნენ კიდეც. 7D ზოოპარკის ბინადრები მთელი სიზუსტით არიან შექმნილები.
თუ ეს საოცარი იდეა განვითარდება, შესაძლოა, ადამიანებმა უარი თქვან გარეული ცხოველების გალიებში გამომწყვდევაზე და ისინი სრულიად ჩაანაცვლონ ვირტუალური ასლებით.
სტატიაში წარმოდგენილ ვიდეო რგოლში იაპონიის 7D ზოოპარკის ბინადრები არიან ასახულნი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!