კანადაში, სამ მონადირეს ინუიტების დასახლება სოფ. ნაუიაატიდან (Науйаат), კარიბუზე ნადირობისას (ჩრდილოეთის ირემი) არქტიკულ წრესთან, დასახლება ნუნავუტის ტერიტორიაზე თავს დაესხა თეთრი ძუ, ბელიანი დათვი, ერთი მონადირე უცებ დაგლიჯა და მოკლა, ორი კი მცირე ტრამვებით გადარჩნენ. თუმცა მათი ტრაგედია ამით არ დასრულებულა.
აისბერგებმა დაბლოკა სანაპირო ზოლი, სადაც ნადირობდნენ ინუიტები და მათ ვერ შეძლეს ზღვაში გასვლა, რათა სახლში დაბრუნებულიყვნენ. გარდა ამისა, ნავმა ტექნიკური პრობლემები გამოავლინა.
მაშველების მოლოდინში, ისინი დაბანაკდნენ და სამი დღის განმავლობაში მორიგეობით ეძინათ, რადგან მათ დროებით თავშესაფარს სხვა დათვები შემოესიენ. გარდაცვლილი მეგობრის ცხედარი მთელი ეს დრო მათთან ერთად იყო.
მას შემდეგ, რაც ისინი თავის დროზე არ დაბრუნდნენ ნადირობიდან, საძიებო-სამაშველო სამსახურმა დაიწყო მათი ძებნა და ისინი აღმოაჩინეს დასახლებული პუნქტიდან 100 კილომეტრში.
მონადირეებზე თავდამსხმელი ძუ დათვი, მისი ბელი და ასევე 3 დათვი რომელიც მიუახლოვდა მონადირეების ბანაკს მაშველების მისვლამდე მოკლული იქნა მათ მიერ.
ეს უკვე ადამიანების დაღუპვის მეორე შემთხვევაა ამ ზაფხულს თეთრ დათვთან შეხვედრის შემდეგ. ივლისის დასაწყისში 31 წლის აარონ გიბსონი დაიღუპა როდესაც მტაცებლისგან შვილების გადარჩენას ცდილობდა. ოჯახი სათევზაოდ ჩავიდა კუნძულ სენტრიზე (Sentry Island)- ყველაზე პოპულარულ, მეთევზეთა და მონადირეთა ადგილზე ჰუდზონის დასავლეთ სანაპიროზე, როდესაც მათ თავს დაესხათ თეთრი დათვი. გიბსონმა თავის გოგოებს უბრძანა გაქცეულიყვნენ და ჩადგა მათსა და დათვს შორის.. მოგვიანებით ეს დათვი მოკლული იქნა როგორც საზოგადოებისათვის საშიში.
სოფ. ნაუიაატის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რობერტ ჰედლიმ BBC-თან მიცემულ ინტერვიუში თქვა რომ პოლარული დათვების შემოჭრა ჩრდილოეთ კანადის დასახლებულ ტერიტორიებზე სულ უფრო დიდი პრობლემა ხდება. მისი სიტყვებით, გარეული ცხოველების დაცვა უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, თუმცა რა ქნან როცა იქმნება ადამიანების სიცოცხლის რეალური საფრთხე?
მეცნიერები ამბობენ რომ 2017 წელს თითქმის ყველა თავდასხმა, კანადაში, გრენლანდიაში, ნორვეგიაში, რუსეთში და ამერიკაში ადამიანებზე განახორციელეს მშიერმა ხვადმა დათვებმა, ძუ დათვები იშვიათად ესხმიან თავს ადამიანებს, ისიც უმეტესად თავიანთი ბელების დაცვის მიზნით.
ადრე აგრესია თეთრი დათვების მხრიდან, იყო ძალიან იშვიათი გამოვლინება. 1870 წლიდან 2014 წლამდე სულ დაფიქსირებულია მხოლოდ 73 თავდასხმა რასაც ადამიანთა სიკვდილი მოყვა.
ყინულოვანი მოედნის შემცირება ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში და საგრძნობი საარსებო ტერიტორიის დაკარგვა იძულებულს ხდის თეთრ დათვებს, სულ უფრო მიუახლოვდნენ მოსახლეობას, რის გამოც თეთრი დათვების სასიკვდილო თავდასხმები ადამიანების მიმართ მოხდება სულ უფრო ხშირად-გვაფრთხილებენ მეცნიერები.
წყარო: https://www.bbc.com/russian/news-45351210
|