"BBC News"-ის ცნობით, ფინურ ქალაქ ნურმეში მცხოვრები ძაღლები მგლებისგან თავდასაცავ სპეციალურ ტანსაცმელს ჩაიცვამენ.
შინაური ცხოველები გამოეწყობიან ჟილეტებში, რომელშიც ცხარე წიწაკის ფხვნილი არის დატანებული. კბენის შემდეგ წიწაკა მტაცებლის ცხვირპირსა და ხახაში აღმოჩნდება, რაც, როგორც წესი, საკმარისია მგლების დაშინებისთვის.
ჟილეტის გამომგონებელი იუსი არო დაახლოებით 10 წელია, მგლებთან ბრძოლის არალეტალურ საშუალებებზე მუშაობს. მან ქალაქი ნურმესი თავისი გამოგონების გამოსაცდელად გამოიყენა იმიტომ, რომ ამ ქალაქის შემოგარენში მგლების პოპულაცია განსაკუთრებით მაღალია.
წლის დასაწყისიდან აქ 32 ძაღლი დაგლიჯეს, ადგილობრივ მცხოვრებლებს ბავშვებისა და შინაური ცხოველების ქუჩაში გამოშვების ეშინიათ.