თბილისში ნაპოვნი "მგელი" "მგელძაღლა" აღმოჩნდა
თბილისში მაყაშვილის ქუჩაზე ნაპოვნი ცხოველი ე.წ. ჩეხური ვოლჩაკი - "მგელძაღლა" აღმოჩნდა. ამის შესახებ "პირველს" ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა.
"საბედნიეროდ მგელი არ არის. ეს არის მგლისა და ძაღლის ჰიბრიდი - "ვოლჩაკი". ჩეხური ჯიშია ახლახანს გამოყვანილი. თუმცა, გენეტიკური ანალიზის საბოლოო პასუხს დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება" , -განუცხადა "პირველს" ზურაბ გურიელიძემ.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში მაყაშვილის ქუჩაზე მგელი იპოვეს.
ჩეხური ვოლჩაკი შედარებით ახალგაზრდა ჯიშის ძაღლია, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში 1955 წელს, ძაღლისა და მგლის შეჯვარებით, ექსპერიმენტის შედეგად გამოიყვანეს. მიზანი იყო ისეთი ძაღლის ჯიშის გამოყვანა, რომელსაც ექნებოდა მგლის ძალა და გამძლეობა.
თავდაპირველად ამ ჯიშის ძაღლს სამხედრო სპეციალურ ოპერაციებში იყენებდნენ. თუმცა, მოგვიანებით, სამძებრო სამაშველო-ოპერაციებში ჩართეს.
საერთაშორისო კინოლოგთა ფედერაციამ აღნიშნული ჯიში 1999 წელს აღიარა.
წყარო: http://pia.ge
|