მთავარი » 2017»ივლისი»31 » კახეთში, მგლების თავდასხმა ისევ ფატალური შედეგით დასრულდა
12:41:50
კახეთში, მგლების თავდასხმა ისევ ფატალური შედეგით დასრულდა
სოფელ ვაჩნაძიანში მგლებმა 70 წლის მამაკაცი დაგლიჯეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში თანასოფლელებმა მგლებისგან დაგლეჯილი 70 წლის მამაკაცი იპოვეს. ცხედარი ვენახში მდგარ საყარაულო ჯიხურში აღმოაჩინეს.
თვითმხილველების თქმით, მგლებმა ჯერ დარაჯის ძაღლები დაგლიჯეს, შემდეგ კი ფანჯრიდან საყარაულო ჯიხურში შეღწევა მოახერხეს და მამაკაცი დაგლიჯეს. მამაკაცის ცხედარი გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს.
სოფელ ვაჩნაძიანის მოსახლეობა მგლების შემოსევას რამდენიმე კვირის წინაც უჩიოდა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უპატრონოებო უცოდინარებო ისე არგამიკვირდება თქვენ ისიც გეცოდინებათ მგლებმა რადაემუქრეს რომ ადამიანი ამდონემდე მივიდა თავი მოიკლა ფუთქვენი მაგას მაინც არდავცერდი
აგენმა ჯერ კიდე არიციან მგელი რაა, აგენი გაყაროუნდა პირუტყვის ნაცვლად და მერე გაიგებენ რაყოფილა მგელი ამათი უცოდინარი დედავატირე,მგელი გაჭირვებულ მოსახლეობას დაერია და თითქოსდა არაფერი ხდება ისეიქცევიან
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!