ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2017 » ივნისი » 4 » მონადირეთა ხუშტურების გამო ვიზალიბერალიზაციის საკითხი ეჭვქვეშ არ უნდა დააყენონ    

09:55:31
მონადირეთა ხუშტურების გამო ვიზალიბერალიზაციის საკითხი ეჭვქვეშ არ უნდა დააყენონ

პარლამენტი მტაცებლების - მგლის და ტურას მოკვლაზე სანქციების გაუქმების საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს. არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი, ირაკლი მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ "მსგავსი ინიციატივა არის საბჭოთა კავშირში დაბრუნების მცდელობა და ის აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ კურსს ევროკავშირთან დაახლოების შესახებ".

- რატომ დადგა დღის წესრიგში მსგავსი საკანონმდებლო წინადადების განხილვა, მართლაც გაიზარდა საქართველოში მტაცებელთა რაოდენობა?

- ამ საკანონმდებლო წინადადების შესახებ მეც ზუსტად იმდენი ვიცი, რამდენიც დანარჩენმა საზოგადოებამ. არის ახალგაზრდა სტუდენტი, ვინმე გიორგი ლაბაძე, რომელიც ყვითელი პრესის სხვადასხვა საშუალებით გამოქვეყნებული ინფორმაციების მეშვეობით ამტკიცებს, რომ საქართველოში გაზრდილია მტაცებელთა რაოდენობა და საჭიროა მათი შემცირება. ის რაიმე სამეცნიერო კვლევას, ან დაცული ტერიტორიების ან სამონადირეო მეურნეობის მიერ ჩატარებულ მონიტორინგს არ ეყრდნობა. ეს წერილი აიტაცა პარლამენტარმა ზაზა ხუციშვილმა და ცდილობს, რომ ის საკანონმდებლო აქტად აქციოს. რამდენადაც ვიცი, არც ზაზა ხუციშვილს ჰქონია შეხვედრა სპეციალისტებთან. ისიც ასე, მონადირეთა მონაყოლს და არაპროფესიონალურ ინფორმაციას ეყრდნობა. ეს იგივეა, რომ ექიმმა ავადმყოფს დიაგნოზი მისი ნათესავების გამოკითხვით დაუსვას ან ტყის მართვის შესახებ მეტყევე მეცნიერებს კი არა, ტყის მჭრელებს ჰკითხოთ. აი, დაახლოებით ასე დასვეს პარლამენტში დიაგნოზი, რომ ეკოსისტემას ჩარევა სჭირდება. ზაზა ხუციშვილი ამბობს, რომ გერმანიაში 12 მგელია და ბევრი ირემი. საინტერესოა, რომელ სამეცნიერო სტატიაში წაიკითხა, რომ გერმანიის ეკოსისტემა ჯანსაღი ეკოსისტემაა?

მსგავსი ინიციატივა არის საბჭოთა კავშირში დაბრუნების მცდელობა და ის აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ კურსს ევროკავშირთან დაახლოების შესახებ. საბჭოთა პერიოდში იყო მგლის მოკვლაზე პრემიებს რომ აძლევდნენ. ეს იყო კორუფციული სისტემა, სადაც დიდი ფული კეთდებოდა. მიიტანდა მეცხვარე ცხვრის ან ძროხის ყურებს კოლმეურნეობაში იმის მტკიცებულებად, რომ საქონელი მგელმა შეჭამა და ცალკე თანხას იღებდა განადგურებული საქონლის კომპენსაციისთვის და დამატებით კიდევ 100 მანეთ პრემიას მტაცებლის მოკვლისთვის.

ერთ ფაქტზე უნდა გავამახვილო ყურადღება: არის მცდელობა, რომ არაინფორმირებული საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოსდა თუ მგელი თავს ესხმის შინაურ საქონელს, მისი მოკვლა არ შეიძლება. ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის სამინისტრო ასეთ შემთხვევაში გასცემს ნებართვას. ოფიციალური მონაცემებით, 2013-2016 წლებში გარემოს დაცვის სამინისტრომ 363 მტაცებლის (მგლის და ტურის) ამოღების ხელშეკრულება გააფორმა. აქედან მხოლოდ 63 მგლის მოკვლა მოახერხეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა გაბერილია და ხშირად ნებართვას ნადირობის ჟინის დასაკმაყოფილებლად ითხოვენ.

- როგორ უნდა მოხდეს იმ მტაცებლის ლიკვიდირება, რომელიც რეალურად ესხმის თავს შინაურ საქონელს?

- თუ შინაურ საქონელზე ხდება თავდასხმა, უნდა გაირკვეს, ვინ იყო თავდამსხმელი. მეეჭვება, რომ რომელიმე გამგეობის თანამშრომელს შეეძლოს გაგარეულებული ძაღლის ან მგლისა და ძაღლის ნაჯვარის მგლისგან გარჩევა. ასევე მეეჭვება გაარკვიონ, რომ თუ რომელიმე სოფელში 20 თავდასხმა მოხდა, 20 სხვადასხვა მგელი იყო თავდამსხმელი თუ ერთი და იგივე მგელი ესხმოდა თავს საქონელს. ეს სერიოზული პრობლემაა.

ზოგჯერ მგელს უკლავენ მშობლებს და ლეკვი იზრდება ისე, რომ ნადირობის წესებს ვერ სწავლობს. ამიტომ, იძულებულია შინაურ საქონელზე ინადიროს. ის ამ წესს ვერ მოიშლის. ხშირად ხდება, რომ შინაურ საქონელს ერთი და იგივე მგელი ესხმის თავს. 20 სხვა მგელი რომ მოკლა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა აღმოიფხვრება. ეს იგივეა, რომ პოლიციელს ჰქონდეს ინფორმაცია შავთმიან დამნაშავეზე და დანაშაულის აღკვეთის მიზნით რომელიმე დასახლებაში ყველა შავთმიანი ადამიანი დააკავონ. უნდა მოხდეს იმ ინდივიდის იდენტიფიცირება, რომელიც რეალურად ესხმის თავს საქონელს და მხოლოდ მისი ლიკვიდირება მოხდეს.

- რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს წინადადება სააკანონმდებლო ინიციატივის სახეს მიიღებს?

- თუ ეს წინადადება სააკანონმდებლო ინიციატივის სახეს მიიღებს, ძალიან მარტივად მოხდება მისი უკუგდება, ვინაიდან განმარტებით ბარათში ვერანაირად ვერ მიუთითებენ, რომ ეს რეგულაცია ევროკავშირის დირექტივებს არ ეწინააღმდეგება.

მსგავსი ინიციატივა წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა. გახსოვთ, ალბათ, წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებზე ნადირობის დაკანონებას რომ აპირებდნენ. მაშინ არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობით ის ინიციატივა ჩავარდა. მსგავსი სურვილი ახლანდელ ხელისუფლებასაც რომ გაუჩნდა, ეს იმის ბრალია, რომ მავნებლური კანონპროექტების ავტორები დასჯის ნაცვლად დააწინაურეს. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს იმ კანონპროექტის ავტორი იყო ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლი ხმალაძე. ახლა ის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეა.

გარწმუნებთ, რომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და ევროკავშირი არც ამ საკანონმდებლო ინიციატივას დატოვებენ უყურადღებოდ. მონადირეთა ხუშტურების გამო ვიზალიბერალიზაციის საკითხი ეჭვქვეშ არ უნდა დააყენონ.

18 იანვარს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე მოქალაქე გიორგი ლაბაძის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს ტერიტორიაზე მტაცებელი ცხოველების მომრავლებისა და მათ მიერ მოქალაქეებსა და შინაურ ცხოველებზე თავდასხმისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმართვაში ხელის შეშლის თაობაზე) განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზაზა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ მგლების რაოდენობის შემცირების მიზნით გარკვეული რეგულაცია უნდა დაწესდეს. "ამის თქმის უფლებას მაძლევს ინფორმაცია, რომელიც ევროპის ქვეყნებში მგლების რაოდენოსთან დაკავშირებით გამაჩნია:  გერმანიაში არის 165 ათასი ირემი და 12 მგელი, საფრანგეთში არის 100 ათასი ირემი და 40 მგელი, დიდ ბრიტანეთში არის 365 ათასი ირემი და არცერთი მგელი. დანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში არცერთი მგელი არ არის და არის უამრავი ჩლიქოსანი ცხოველი. შედარებით მეტი მგელია იტალიაში, მაგრამ არის ირმის რაოდენობის 1%. მგელზე ნადირობა უნდა იყოს დაშვებული, მაგრამ უნდა განისაზღვროს მათი ზუსტი რაოდენობა, თუ რამდენის ამოღება იქნება საჭირო იმისთვის, რომ აღარ იყოს თავდასხმები როგორც მოსახლეობაზე, ასევე შინაურ პირუტყვზე“, - განაცხადა ხუციშვილმა საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.



წყაროhttp://mtisambebi.ge/news/ecology/item/260-irakli-macharashvili-monadireta-xushturebis-gamo-vizaliberalizaziis-sakitxi-echvqvesh-ar-unda-daaybenon
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2304 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 271 2 »
0   Spam
27 grenader21   (08.06.2017 19:41:09) [მასალა]
ესეც გრანტებისთვის იქაჩება მე ამის 23 ვერ მოვიფიქრე ისეთი საზიზღარი გინება ამათ რო ეკუთვნის.

0   Spam
26 Hunter77   (08.06.2017 15:28:46) [მასალა]
ამ ლენჩს რაღა უნდა ერთი ჰააა? უკან გაიკეთეთ თქვენი ვიზები მუქთახორა მონებო...ამ მგლებმა და ტურებმა უნდა შეგჭამონ თქვე სირთაოზებო

0   Spam
25 giorgigagoshvili   (07.06.2017 14:42:46) [მასალა]
ეს ვინღა ჩემი ხუშტურაა მართლა. ერთი მაგრადაა საცემი და მერე სხვანაირად აჭიკჭიკდება. ჩვენი ქვეყნის პრობლემა ისაა, რომ ვინც რა საქმე იცის იმას არ აკეთებს და სხვის საქმეს ეპოტინება. ვინ ჩემალალა ხარ?! დააყენე რა ერთი ადგილი! 48

0   Spam
24 მაცაკ   (07.06.2017 14:08:02) [მასალა]
თქვენი დედაც

0   Spam
23 stoeger1   (06.06.2017 21:10:13) [მასალა]
ასეთი პედარასტები რო არიან საქართველოში იმიტომ იღუპება ქვეყანაა, ამათთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრებიი?

0   Spam
22 zaza1970   (06.06.2017 17:30:17) [მასალა]
ვინ არიან ეს უჯიშოები, მე მგონი არც ტყეშია ნამყოფი და კაი ბლომად ფულიც აქვს აღებული, ასეთი სირობები რომ ილაპარაკოს

0   Spam
21 basheli   (06.06.2017 09:42:01) [მასალა]
ინიციატივა რაიმე ხო არაფერი დაგიგეგმავტ ტუ ჰავიქნიეტ ხელი და ცავედიტ სახლებჰი

0   Spam
20 panati   (05.06.2017 16:36:40) [მასალა]
ეგ არის ამათი მიზანი გეთანხმები მეგობარო ,სრული ძალაუფლების აღება უნდათ რომ მოწინააღმდეგე არყავდენ თავისუფლად მართონ ქვეყანა და ფული აკეთონ

0   Spam
19 zaza1982   (05.06.2017 13:37:16) [მასალა]
ცოტახანსჰი მარტვის მოცმობებს ცაარმტევტ ხალხს კანონის სრული დაცვიტ , მონადირე აგარ იქნება ესეც ტქვენი მიგებული კანონის სრული დაცვიტ , სოფლები ცარიელდება ხალხისგან და საზვარგარეტ გარბიან მსჰიერი ხალხი ტქვენ გრცჰებატ მტელი ქვეყანა ტქვენ ინადირებტ და ტქვენ ივლიტ მანქანებიტ ესაა ტქვენი გეგმა, გალოტებული და განარკომებული ხალხი ადვილი სამარტავია მონადირე და ნორმალური ადამინი კი არცეტ ხელისუფლებას არ აცყობს, ქალები საზვარგარეტ ახალგაზრდები ჯარსჰი და ზოგი გალოტებული სჰუახნის ხალხი სახლსჰი გადებულებულები

0   Spam
18 chale88   (05.06.2017 13:31:56) [მასალა]
ვიღაც გაუმაძღარი მამაძაღლის ფულის შოვნის ინტერესებია და სულ ტყუილად გაიძახიან სახელმწიფოს ვალდებულება აქვსო. რომც ქონდეს ასეთი მოთხოვნა ძალიან ბევრი ქვეყანაა ევროპული რომლებიც ყველა მოთხოვნას არ ასრულებს ბოლომდე საჭიროდ არ თვლიან. რაღა ამ ნადირობის საქმეში გახდნენ ასეთი გულმოდგინეები სხვა დანარჩენს რო არ კიდებენ ხელს ხალხი წყდება შიმშილით და სიღატაკით ჯობია იმათ მიხედონ ამ ვირთხებმა.

0   Spam
17 panati   (05.06.2017 11:41:39) [მასალა]
ეს რამდენი გამოყ....ლი ამძიმებს დედამიწას ვაი თქვენს პატრონსს

0   Spam
15 xvicha1   (05.06.2017 10:28:19) [მასალა]
.კიდე ერთმა ასომ გამოთქვა აზრი 069 54 48

0   Spam
14 xvicha1   (05.06.2017 10:28:05) [მასალა]
.კიდე ერთმა ასომ გამოთქვა აზრი 069 54 48

0   Spam
16 basheli   (05.06.2017 10:58:02) [მასალა]
moica amas visze ambob

0   Spam
13 basheli   (05.06.2017 09:46:35) [მასალა]
გავარტკი ტქვენ ვიზა ლიბერალიზაციას განდაგან მაგ ფუფუნებიტ მარტო ტქვენისტანა დედარძე მოტ ბი სარგებლოდ საფრანგეტჰი ნადირობა ტავისუფალია ბელგიის ფრანგულ მხარეჰიც ამატი უსულო სისხლი მოვტ რიონისპირა სოფლებს ტიტქმის კოველდგე აციოკებენ მგლები მიდი გამცარებულ გეხებს ესაუბრეტ ტქვენი ევროპა მოვტ პურის ფული არ აქვს ხალხს რა მაგალ მატერიებზე ქაქანობტ ტქვე ნაბიჰვრებო ევროპასჰი 9 ცელი ვიცხოვრე ვიცი რა სიბინზურეა 14 15 ცლის გოგოს მასცავლებელი ეკიტხება ქალიჰვილი რატო ხარ ავად ხარ ტუ მჰობლები გიკრძალავენო ეს დაბევრი უარესი სიბინძურეა ევროპა

0   Spam
12 dato75   (05.06.2017 00:40:50) [მასალა]
ამ უნამუსოს არც წიგნი წაუკთხავს და არ ქუჩაში გასულა სადმე? სად გაიზარდა ესეთი არადამიანი რომ ამ ქვეყნიუი არაფერი ესმის მგელმა და ტურამ შეჭამა მაგის ოჯახი, მოსახლეობის გასაჭირს ვერ ხედავ რა დღეშია ხალხი, პირუტყვს რომ ვეღარ იცავენ მგლიდან აღარ ყავთ იმდენი რაოდენობით და ბაზარში რომ გაზვირდა ყველაფერი ვეგარ ხვდებიან? თუ მგელი გააიაფებს აწი რო გამრავლდებაა. ისე ჩინელებით აივსო ყველაფერი და მიტომ ხომ არ ამრავლებენ ჩინელებს უყვართ მგონი მგლის და ტურის ხორციიიი, რა ვიცით რა აქვთ ჩაფიქრებული ამ მთავრობას 19 19

1-15 16-26
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика