მთავარი » 2018»მარტი»8 » ოზურგეთში მონკავშირის მაღაზია დაიწვა_ არიან დაშავებულები
10:52:57
ოზურგეთში მონკავშირის მაღაზია დაიწვა_ არიან დაშავებულები
ოზურგეთის ბაზარში მდებარე მონადირეთა კავშირის მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დამწვრობა მიიღეს მაღაზიის მეპატრონემ და გამყიდველმაც, რომლებიც ამ წუთებშიც ადგილზე იმყოფებიან. აქვეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხანძრამდე იყო აფეთქების ხმა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ.
ცეცხლი შემთხვევით გაჩნდა, რაიმე მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა, მაღაზიის მეპატრონე ძალიან დაშავდა და ამჟამად თბილისში დამწვრობის ცენტრში მკურნალობს.......
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!