ყურადღებით წაიკითხეთ!
ყველა ცივილიზებული სახელმწიფო ცდილობს უფრო განვითარდეს. ამისთვის აუცილებელია პრობლემათა გამოვლენა და აღმოფხვრა. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. ჩვენს ქვეყანაში უთვალავი საკითხია მოსაგვარებელი სხვადასხვა სფეროში. პრობლემათა ნუსხაში შედის ეკოლოგიური პრობლემაც. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეკოლოგიური პრობლემის მოსაგავარებლად უფრო ეფექტურია ცნობიერების ამაღლება, ვიდრე სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების გამკაცრება.
ჩემი აზრით, ეს მოსაზრებაჭეშმარიტია, რადგან მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს არ აქვს გაცნობიერებული ეკოლოგიური საფრთხე და მისი შედეგები, მას ვერანაირი კანონი ვერ დააბრკოლებს.
დიახ, მარტო კანონის გამკაცრება არ კმარა, არამედ ჩვენ, ადამიანებმა უნდა ავიმაღლოთ ცნობიერება და გავაანალიზოთ საკუთარი საქციელი, რადგან ადამიანს შეუძლია დაარღვიოს ადამიანისმიერვე დაწერილი კანონი, მაგრამ არასოდეს დაარღვევს იმას, რისიც სწამს და რისი დაცვაც მისთვის სასარგებლოა.
ჩემი პოზიციის გასამყარებლად მინდა გავიხსენო უსაფრთხოების ღვედის გამოყენების აუცილებლობა. თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში მოქალაქე არა ჯარიმის შიშით, არამედ უსაფრთხოების მიზნით იკეთებს მას, რადგან ცნობიერებაში აქვს გამჯდარი, რომ ამით არა მარტო კანონს იცავს, არამედ საკუთარ სიცოცხლესაც.
თუ ადამიანი გუნებაში ჩაიბეჭდავს, რომ გარემოს გაუფრთხილდეს, ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
სწორედ ამ არგუმენტებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანმა უნდა შეიგნოს და გაიაზროს ფაქტი - გარემოს დაცვა მოქალაქეებმა აღიქვან, როგორც აუცილებელი პირობა დედამიწის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.
თუ ეს არ მოხდა, სახელმწიფოს ნებისმიერი კანონი უძლური იქნება ამ პრობლემის გადასაწყვეტად.
ლაშა გუდავაძე, 2017 წლის 11 ივნისი, ლიხაურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
წყარო: http://www.bazieri.ge
|