მთავარი » 2017»თებერვალი»23 » დაკარგული მონადირე 40 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს
11:40:37
დაკარგული მონადირე 40 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს
53 წლის ჯემალ მორჩილაძე, რომელსაც 40 დღეა ეძებენ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში გარდაცვლილი იპოვეს.
მორჩილაძე ადგილობრივმა მონადირემ ჭაობში შემთხვევით შენიშნა. ერთ-ერთი ვერსიით მამაკაცი ჭაობში დაიხრჩო.
ჯემალ მორჩილაძე ოჯახის ინფორმაციით მარტო იყო წასული. ცხედარს წუხელ ბათუმში ჩაუტარდა ექსპერტიზა და დღეს გადაასვენებენ მის სახლში, ქობულეთში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!