შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, eAuction-ზე განთავსებული განცხადების მეშვეობით, საქართველოში, კერძოდ ბათუმში დაბადებულ ხუთ ზღვის ლომს ყიდის. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შემადგენლობაში ბათუმის დელფინარიუმიც შედის.
აუქციონზე ზღვის ლომების საწყისი ფასი 100 ათასი ევროა. თითოეულ ზღვის ლომს თავისი სახელი და წარმოშობის სერტიფიკატი აქვს - სოსო, ჯონი და პელე ორი წლის არიან, გიგი - სამის, გუდუ კი - ოთხის.
აუქციონის პირობებში მითითებულია, რომ შემძენმა ზღვის ლომების ღირებულება სრულად უნდა გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასევე, შესაძლებელია მათი დათვალიერება სამუშაო დღეებში 10-დან 17 საათამდე
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!