მთავარი » 2017»ნოემბერი»15 » უკანონო თევზჭერისათვის ზესტაფონის მკვიდრს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
21:12:31
უკანონო თევზჭერისათვის ზესტაფონის მკვიდრს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზესტაფონის მკვიდრს, 32 წლის მამაკაცს 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მამაკაცი სასამართლომ უკანონო თევზჭერისათვის გაასამართლა.
როგორც დაკავებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ციცი ბაბუნაშვილი ამბობს, თევზჭერის ფაქტი ხარაგაულის ტერიტორიაზე დაფიქსირდა, ხოლო მამაკაცის მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებულმა ზიანმა 4 ლარი და 57 თეთრი შეადგინა.
"კანონი ითვალისწინებდა ჯარიმას, პირობით მსჯავრს და პატიმრობას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კი მაქსიმალური სასჯელი შეეფარდა. თვითონ პროკურორი იყო გაოცებული, ამგვარ დანაშაულზე ასეთი სასჯელი არავისთვის შეუფარდებიათო. ვაპირებ ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას და იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო გააუქმებს ამ გადაწყვეტილებას," - ამბობს ადვოკატი.
უკანონო თევჭერაში ბრალდებული მამაკაცი მოსამართლე ზურაბ ბალავაძის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. პატიმრობის გარდა, მას 500-ლარიანი ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.
ცნობისათვის: ბორჯომ ხარაგაულის ნაკრძალში მოქალაქე ელექტროშოკური აპარატით იჭერდა საქართველოს წითელი ნუსხის ნაკადულის კალმახს. ეს არ იყო პირველი შემთხვევა...
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!