მთავარი » 2017»თებერვალი»23 » პლასტიკის პარკები ეტაპობრივად აიკრძალება- შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროში
15:23:04
პლასტიკის პარკები ეტაპობრივად აიკრძალება- შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროში
პლასტიკის პარკები ეტაპობრივად აიკრძალება- შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროში
10:13 2017-02-23
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა პლასტიკის პარკების მწარმოებლებსა და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოებასთან, იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტის პროექტი გააცნო.
ნორმატიული აქტის პროექტი ითვალისწინებს პლასტიკის პარკების ეტაპობრივად აკრძალვას და მათ ჩანაცვლებას ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკებით, ქაღალდის პარკებით, მრავალჯერადი გამოყენების პარკებითა და ჩანთებით.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ პლასტიკის პარკების გარემოზე ზემოქმედების შედეგებსა და პრობლემის გადაჭრის მიზნით ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!