მთავარი » 2017»თებერვალი»20 » ივანიშვილის ეზოში ხეების გადატანის გამო ნატანების ქარსაფარი ზოლი ნადგურდება
21:19:26
ივანიშვილის ეზოში ხეების გადატანის გამო ნატანების ქარსაფარი ზოლი ნადგურდება
დღეს, ქალაქ ოზურგეთის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, ნატანების ქარსაფარ ზოლში არსებული ხეებვის ნაწილობრივი ჭრა დაიწყეს.
როგორც ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, დილიდან ადგილზე მივიდა ქალაქ ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის 30-მდე თანამშრომელი, სპეციალური ტექნიკით, და დაიწყო გზის იმ მონაკვეთზე ქარსაფარი ზოლის განადგურება, რომელ მონაკვეთზეც, ქვეყნის ექს პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილმა ხეებმა უნდა "გაიაროს". არაოფიციალური ინფორმაციით, ექსპრემიერის ეზოში, მარტო ნატანებიდან 30-მდე გიგანტური ხის გადატანა იგეგმება და სწორედ ამ მონაკვეთზე დღეიდან დაიწყო როგორც ქარსაფარი ზოლის განადგურება, ასევე გზების ორმოული შეკეთებაც.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!