მთავარი » 2017»ნოემბერი»10 » პალიასტომის ტბაში 30 ათასამდე კობრის ჯიშის ლიფსიტა გაუშვეს
01:26:10
პალიასტომის ტბაში 30 ათასამდე კობრის ჯიშის ლიფსიტა გაუშვეს
პალიასტომის ტბაში 30 ათასამდე კობრის ჯიშის ლიფსიტა გაუშვეს
12:44 08-11-2017 დღეს პალიასტომის ტბაში წნორის სატბორე მეურნეობიდან გადაყვანილი 30 ათასამდე კობრის ჯიშის ლიფსიტა გაუშვეს. აქცია ასოციაცია ფლორა და ფაუნასა და კოლხეთის ეროვნული პარკის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
ორგანიზატორების განცხადებით, ლიფსიტები ერთ წელიწადში დაახლოებით 2-3 კილოგრამს მიაღწევენ. მათივე ინფორმაციით, აქციის მიზანია პალიასტომში კობრის პოპულაციის აღდგენა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
„ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პალიასტომზე არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაში, კერძოდ, თევზების რესურსების მატების საქმეში და რაც ყველაზე მთავარია, უნიკალური სახეობის კობრის მარაგისა და პოპულაციის აღდგენის საქმეში“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ.
აღნიშნული პროექტი ასოციაცია ,,ფლორა და ფაუნამ” კოლხეთის ეროვნულ პარკთან ერთად განახორციელა. ფინანსური მხარდაჭერა კი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდმა უზრუნველყო.
კი მაგრამ პალიასტომის წყალი ზღვასთან შეერთების მერე ხომ გამარილიანდა, ამის გამო ბევრ ჯიშის თევზი გადაშენდა ტბაში, კობრი როგორ იარსებებს ასეთ პირობებში...
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!