|
თითქმის ყველა ჩვენგანმა იცის ტიტანიკის გემზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, რომელიც ოკეანის სიღრმეში აისბერგის შეჯახების შედეგად ჩაიძირა და ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ იცოდით 12 ძაღლის შესახებ, რომლებიც ტიტანიკზე იმყოფებოდნენ?
ამბობენ, რომ ამის გარდა კიდევ ბევრი ძაღლი იყო გემზე, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე ძაღლზე შემორჩა.
გემის ჩაძირვის შედეგად 12 ძაღლიდან მხოლოდ 3 გადარჩა - 2 პომერანული შპიცი და 1 პეკინესი, რომლებიც პატრონებმა უბეში ჩაისვეს და ნავებით გამოიყვანეს სამშვიდობოს.ისტორიას ასევე შემორჩა კაპიტან სმიტის ფოტო, რომელიც ბორტზე თავის ძაღლთან - ბენთან ერთად არის გადაღებული, თუმცა, ბენი მხოლოდ ერთი დღე იმყოფებოდა გემბანზე. კაპიტანმა ის მოგზაურობაში არ წაიყვანა და გაგზავნა თავის შვილთან სახლში.
ყველაზე გულისამაჩუყებელი ამბავი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, არის 50 წლის ქალბატონის შესახებ, რომელიც მაშველებმა ნავზე გადაიყვანეს. თუმცა, მან თქვა, რომ მისი ძაღლი დიდი ზომის გერმანული დოგი იყო, მას არ უნდოდა ძაღლის მიტოვება და გადაწყვიტა გემზე დაბრუნება. ქალი რამდენიმე დღის შემდეგ დამხჩვალი იპოვეს თავის ძაღლთან ერთად. მისი გაყინული სხეული ერთგულ ოთხფეხა მეგობართან იყო ჩახუტებული.
ტიტანიკის გემზე მხოლოდ იმ მგზავრებს ჰქონდათ უფლება ძაღლის აყვანისა, რომლებიც პირველი კლასის ბილეთებით სარგებლობდნენ. ესენი იყვნენ: ჰელენ ბიშოფი და მისი ტოი პუდელი, სახელად ფრუ-ფრუ, მილიონერი ჯონ ჯაკობ ასტორი და მისი ერდერტერიერი, სახელად ქითი, რობერტ დანიელი და მისი ფრანგული ბულდოგი - გამინ დე პუკომბე, უილიამ კარტერი ორი ძაღლით - კინგ ჩარლზ სპანიელი და ერდერტერიერი, ჰარი ანდერსონი და თავისი საყვარელი ჩაუ-ჩაუ.
რთულია, წარმოიდგინო იყო ამ ტრაგედიის ნაწილი და კიდევ უფრო საშინელებაა, დადგე გამოუვალი ფაქტის წინაშე, დატოვო ერთგული ოთხფეხა მეგობარი მაშინ, როდესაც გემი იძირება.
|