სმიტების ოჯახის ერთი ჩვეულებრივი ვიქენდი საშინელ კოშმარად გადაიქცა. მაშინ, როდესაც მთელი ოჯახი ბუნებაში ისვენებდა, 3 წლის ლექსი და ლივი მშობლებს გაეპარნენ. ტბის სანაპიროზე თამაშისას, კი მოულოდნელად ალექსი წყალში ჩავარდა. როგორც ლივი იხსენებს, ბიჭუნას გადასარჩენად მათი ძაღლი ლილა მაშინათვე წყალში ჩახტა, თუმცა ალექსის ნაპირზე გამოყვანა ვერ შეძლო.
„ლილას ალექსის გადარჩენა უნდოდა, მაგრამ მისი წყლიდან ამოყვანა ვერ მოახერხა. ამიტომ სწრაფად დაბრუნდა ნაპირზე და მამასკენ გაიქცა“ - იხსენებს პატარა გოგონა.
ძაღლი ბავშვების მამას შარვალზე ექაჩებოდა და ტბისკენ მიანიშნებდა.
„არ ვიცი როგორ, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემს თავს საშინელება ხდებოდა და ლილას გავყევი. რომ არა ის, არც კი ვიცი რა მოხდებოდა“ - იხსენებს ბავშვების მამა.
მაშინ, როდესაც მამა ტბასთან მივიდა, ალექსს უკვე გონება ჰქონდა დაკარგული. ბიჭი ბრისბანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვი კომაში იყო.
„ექიმებს არ სჯეროდათ, რომ ჩვენს შვილს სახლში ცოცხალს წავიყვანდით. მას ტვინის სერიოზული დაზიანებები ჰქონდა“ - აცხადებენ მშობლები.
თუმცა, 48 საათის შემდეგ სასწაული მოხდა: ბიჭუნამ დამოუკიდებლად სუნთქვა დაიწყო და კომიდან გამოვიდა.
„ამის წარმოდგენაც არ მინდა, მაგრამ რომ არა ჩვენი ოთხფეხა მეგობარი, დღეს ჩვენი ბიჭუნა არ გვეყოლებოდა. მთელი ცხოვრება ლილას მადლიერები ვიქნებით“ - განაცხადა ალექსის დედამ.