სასაფლაოს მუშები ყვებიან, რომ ერთგული მეგობარი ყოველ დღე მოდიოდა საფლავზე და საფლავს მხოლოდ საკვების მოსაძებნად ცილდებოდა. ცუდი ამინდის გადასატანად ძაღლმა იქვე, პირდაპირ პატრონის საფლავზე მოიწყო პატარა თავშესაფარი.
მისი იქიდან წაყვანა ბევრჯერ სცადეს, თუმცა ძაღლი ყოველთვის ბრუნდებოდა თავისი პატრონის სასაფლაოზე. ძაღლი იმ სიყვარულის და ერთგულების თავისებური სიმბოლო გახდა - რაც მხოლოდ ცხოველებს თუ შეუძლიათ.
ეს წარმოუდგენელი ისტორია კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ როგორი თავგანწირული სიყვარული შეუძლიათ ძაღლებს მათი პატრონებისადმი.