ძაღლების ერთგულებაზე საუბარი მოძველებულია, ეს ოთხფეხა არსებები დედამიწაზე არსებული სულიერებიდან, ალბათ ერთგულების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან.
ამის საუკეთესო მაგალითი გახლავთ ძაღლი სახელად ჯონი, რომელმაც ყარაბაღიდან ერევნამდე მარტო იარა და მის პატრონს, რომიკ აგეკიანს 20 დღეა საავადმყოფოს კართან ელოდება.
აგეკიანი ყარაბაღში მოხალისე ჯარისკაცი იყო და ამ დროისათვის ერევნის ერთ–ერთ საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.
რომიკმა ძაღლი აღდარას სოფელში, დაბომბილი სახლის ნანგრევების ქვეშ იპოვა, სადაც ჯონიმ რამდენიმე დღე გაატარა. ისინი მხოლოდ ერთი თვე მეგობრობდნენ, მძიმედ დაჭრილ რომიკს ყარაბაღის დატოვება მალევე მოუწია და 4 ურთულესი ოპერაცია და ქვედა კიდურის ამპუტაცია გადაიტანა.
ამ დროს კი თურმე ჯონი მისი ახლადშეძენილი მეგობრის პოვნას ყნოსვის საშუალებით ცდილობდა და რაც არ უნდა სასწაულად მოგეჩვენოთ, შეძლო კიდეს ეს.
რომიკის თქმით, ძაღლმა მებრძოლები 10-ჯერ მაინც გადაარჩინა, რადგან, როცა სახიფათო სიტუაცია იქმნებოდა, იგი გარბოდა და განგაშს ყეფით ტეხდა.
წყარო: http://newpost.ge/
|