"გთხოვთ დამეხმაროთ და მაპოვნინოთ მეგობარი"- სწორედ ეს ტექსტი ეწერა აბრაზე, რომელიც ბოლო ორი თვე ხელიდან არ გაუშვია. ის დადიოდა ვაგზალის, ცენტრალური ბაზრის ტეროტორიაზე და ხალხს თხოვნით მიმართავდა.
მას შემდეგ, რაც ეს ამბავი ცენტრალურმა პრესამ გააჟღრა, ძაღლის ძებნა ადგილობრივმა პოლიციამ დაიწყო. სამწუხაროდ, გამოძიებამ შედეგი ვერ გამოიღო. რუსეთის ყველა ქალაქიდან ვლადიმერს უგზავნიდნენ თანხას, რათა მისი ტელეფონი ყოველთვის ჩართული ყოფილიყო და ინფორმაციის შემთხვევაში პოლიციას მასთან დაკავშირება შეძლებოდა .
77 წლის პენსიონერმა ვერ გადაიტანა ძაღლის დაკარგვა, რომელიც მისი ერთადერთი ოჯახის წევრი იყო და დარდით მოკვდა. მოხალისეები მისი დაკრძალვისთვის თანხას აგროვებენ, ამასთანავე ადგილობრივი მცხოვრებლები გემავენ, "ქუჩაში მომლოდინე სევდიან პატრონს" ძეგლი დაუდგან.