30.11.2015 პატარა გოგონა ოლივიას (გლაზგოდან) სახლში დივანზე ეძინა. მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. დედა კი სხვა ოთახში იმყოფებოდა. უეცრად 9 თვის ლაბრადორმა ბექსტერმა ყეფა და ღრენა დაიწყო.
როგორც პატრონების უმეტესობა იქცევა, ოლივიას დედამ მასაც მოუწოდა დამშვიდებულიყო, მაგრამ ლაბრადორი არ ჩერდებოდა. ის ყველანაირად ცდილობდა დედის ყურადღების მიქცევას.
როდესაც ამანდა ოთახში შევიდა იმის შესამოწმებლად, თუ რა მოხდა, დაინახა, რომ მის გოგონას შეტევა ჰქონდა. პატარა გოგონა მუცელზე იწვა და იხრჩობოდა. ამანდამ მაშინვე გადმოაბრუნა ოლივია და უსაფრთხო მდგომარეობაში დააწვინა.
რომ არა ბექსტერი, რომელმაც ამანდას ყურადღება მიიქცია, პატარა გოგონა დაიხრჩობოდა. მან ოლივია გადაარჩინა.
ოლივიას შეტევა 6 წუთი გაგრძელდა - ჩვეულებრივ ეს 60-90 წამს გრძელდება. მან ღამე საავადმყოფოში გაატარა. მშობლები ამბობენ, რომ ის თავს უკვე კარგად გრძნობს. გოგონა რეაბილიტაციას სახლში გადის. ბექსტერი მას წამითაც არ ტოვებს.
ბექსტერისა და ოლივიას ეს ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ კავშირს, რომელიც ძაღლებსა და ადამიანებს შორის არსებობს. ცხოველების სიყვარული უანგაროა. ისინი ჩვენზე ისევე ზრუნავენ, როგორც ჩვენ ვზრუნავთ მათზე.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!