ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » მაისი » 21 » რა უნდა ვაჭამოთ ძაღლს?!    

19:25:39
რა უნდა ვაჭამოთ ძაღლს?!
სწორი კვება კარგი ჯანმრთელობის საწინდარია. თუმცა, არა მხოლოდ ძაღლების ახალგაზრდა და გამოუცდელი  მოყვარულები ცდებიან საკვებთან დაკავშირებით. ბევრი პროფესიონალი ძაღლების საშენის მფლობელი თავიანთ ძაღლებს არასწორად კვებავს. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ძირეულად არასწორად ვმსჯელობთ ძაღლის შესახებ, თითქოს იგი ყველაფერს ჭამს.


რა ვაჭამოთ ძაღლს

ძაღლი - ეს არის ძაღლისებრთა ოჯახის მტაცებელი, მგლის ახლო ნათესავი, მაშასადამე, ძაღლისა და მგლის საჭმლის მომნელებელი სისტემა ძალიან მსგავსია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ შეგვიძლია დაახლოებით გავთვალოთ რაციონი, რომელიც აუცილებელია შინაური ძაღლისთვის. რა თქმა უნდა, ძაღლის კვება ისე, როგორც მგელი იკვებება ველურ ბუნებაში ასევე მცდარი იქნებოდა, რადგან ადამიანთან გატარებული დროის პერიოდში ძაღლის ორგანიზმში რიგი ცვლილებები მოხდა.

არასწორი კვება შეიძლება არ აისახოს სიცოცხლის პირველ წლებში, თუმცა, პრობლემები შემდგომ, უკვე სიბერეში გამომჟღავნდება. ძაღლის ზოგი პატრონი ხელს ჩაიქნევს, ასე ვთქვათ, "თავად ვიცი რა ვაჭამო, ჩემი ძაღლები კმაყოფილები არიან და სიცოცხლე უხარიათ". მაგრამ ძაღლის სხეულში ბევრი დაავადება შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, ზოგჯერ ყველა ანალიზსაც კი არ შეუძლია დარღვევების გამოვლენა. მიუხედავად ამისა, ძაღლმა შესაძლოა იგრძნოს დისკომფორტი, გახდეს აპათიური, ან პირიქით - აგრესიული. ამ დროს კი პატრონი აგრძელებს ძაღლის არასწორ კვებას ისე, რომ ვერც ხვდება ძაღლის ქმედების ცვლილება რისგანაა გამოწვეული.



ჩვენ არ ჩავუღრმავდებით ლეკვების კვებას, მოდით ვისაუბრეთ მოზრდილ ძაღლლებსა და მათ ნატურალურ საკვებზე.


მაშ ასე, როგორ უნდა ვაჭამოთ ზრდასრულ ძაღლს:

ძაღლის კვება უნდა მოხდეს არანაკლებ ორჯერ დღეში. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლი და მგელი ნათესავები არიან, ძაღლის კვება მგელივით შეცდომა იქნებოდა. ძაღლის ორგანიზმი დიდი ხნის წინ შეეჩვია უფრო ხშირ კვებასაც. თუ თქვენი ძაღლი თავად მოიწყობს განტვირთვის დღეებს, ანუ უბრალოდ გარკვეული ხნის განმავლობაში უარს იტყვის საკვებზე, ამაშიც არაფერია საშიში, რადგან ეს ჩვეულებრივია ძაღლის ორგანიზმისთვის. თუმცა, არ ღირს იმის დავიწყება, რომ ჩვენ ახლა სრულიად ჯანმრთელ ძაღლზე ვსაუბრობთ. უმეტეს შემთხვევაში, საკვებზე უარის თქმა, რომელიღაც დაავადების ნიშანია. მაგალითად: კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემა და სხვ.

წყლის ჯამი ძაღლს ყოველთვის ახალავსებული უნდა ჰქონდეს. წყალი ძაღლს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოაკლდეს.

ყველა პროდუქტი უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს.

საჭმელი საჭიროა იყოს ოთახის ტემპერატურის - არც ცხელი, არც გაყინული.

ძაღლის რაციონში უმეტესი რაოდენობა მჭლე ხორცი უნდა იყოს. ის შეიძლება შეიცვალოს ქათმის ან თევზის ფილეთი.

ხორცი მთელი რაციონის 50-60%-ს უნდა შეადგენდეს.

ქაშები ძაღლის რაციონის აუცილებელი ნაწილია. ისინი ძაღლის სრული რაციონის 30-40%-ს უნდა იკავებდეს. ბურღლეულიდან შეიძლება გამოვიყენოთ ბრინჯი, წიწიბურა და შვრია. დანარჩენი ბურღულეულის გამოყენება არ არის დასაშვები, რადგან მათთვის მოსანელებლად მძიმეა.

ბოსტნეული სრული რაციონის 5-10%-ს უნდა შეადგენდეს. მათი მოხარშვა არ არის საჭირო, რადგან ვიტამინებს დაკარგავენ.

სუბპროდუქტები (თირკმელი, ღვიძლი, კუჭი და სხვ.) - ზრდასრული ძაღისთვის აუცილებელი რაციონი. ის შეგვიძლია ძირითად რაციონს დავუმატოთ, ან ძაღლებს ხორცის ნაცვლად ვაჭამოთ. უკეთსი იქნება, თუ მათ კვირაში 2-3-ჯერ მისცემთ.

ძაღლისთვის ასევე შეიძლება უშაქრო პროდუქტების მიცემა.



რისი მიცემა არ შეიძლება ძაღლისთვის

ცხიმიანი რძე;
ღორის ხორცი;
პარკოსნები;
წვრილი და თხელი ძვლები, რომლებიც ძაღლმა შეიძლება დაღეჭვის გარეშე გადაყლაპოს;
ძალიან ცხელი და ძალიან ცივი საკვები;
ადამიანების მაგიდიდან მორჩენილი საკვები;
ფქვილეული;
ტკბილი;
შკოლადი - ის ძალიან ვნებს ძაღლს და ხშირად მის სიკვდილს იწვევ;
ციტრუსები;
დაძველებული პროდუქტები.

და გახსოვდეთ, რომ თუ თქვენს ძაღლს ნატურალურ საკვებს აძლევთ, არავითარ შემთხვევაში არ შეურიოთ ის მზა საკვებს, ეს კუჭის უამრავ დაავადებას იწვევს.

წყაროhttp://zooclub.ge
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 3071 | დაამატა: Falconry | ტეგები: ვაჭამოთ, უნდა, ძაღლს?!, რა | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 8
0   Spam
8 mancho   (24.07.2015 15:43:29) [მასალა]
მე ჩემს რემბოს ( დრათჰარს ) ვაჭმევ ფინურ საკვებ ჰაუ-ჰაუ-ს !

0  
7 giohunt1982   (24.05.2015 11:23:46) [მასალა]
პს: ამ სტატიაში განხილულია ზოგადად ძაღლის კვება, მაგრამ მონადირე ჯიშს, მეცხვარეს და ჩიხუახუას, რომ სხვადასხვანაირი რაციონი და რეჟიმი სჭირდება ამაზე არაფერია ნათქვამი!

0  
6 giohunt1982   (24.05.2015 11:21:48) [მასალა]
"თუ თქვენი ძაღლი თავად მოიწყობს განტვირთვის დღეებს, ანუ უბრალოდ გარკვეული ხნის განმავლობაში უარს იტყვის საკვებზე, ამაშიც არაფერია საშიში, რადგან ეს ჩვეულებრივია ძაღლის ორგანიზმისთვის. "

მე არ მყოლია ისეთი ძაღლი, რომელიც "განტვირთვის დღეებს" იწყობდა!
განტვირთვა არა შეიპინგი. ძაღლი რომ საკვებზე უარს ამბობს, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ძაღლს რაღაც სჭირს!

თან მგელს და ძაღლს ერთად აყენებს და თან იმასაც ამბობს რომ ძაღლი დიდი ხანია მოშინაურდა და კვებაც სხვანაირი უნდაო!
ეგ ვიცი, მაგრამ ის ვერ გავიგე, მაშინ რაღა აზრი აქვს მგლის და ძაღლის კვების რაციონის თუ რეჟიმის, თუ კუჭის შედარებას????

0   Spam
4 bashiachuki   (24.05.2015 00:08:45) [მასალა]
მაგარია, ეგ რაციონი ადამიანებსაც არ აწყენდათ. 069

0  
2 avtandil   (23.05.2015 07:58:47) [მასალა]
აი ბოლო აბზაცი ვერ გავიგე. მაგალითად თუ ხორცს ვაჭმევ. არ შეიძლება კომბინირებული საკვრბის შერევა?

0   Spam
3 Falconry   (23.05.2015 15:18:41) [მასალა]
გააჩნია ძაღლის ჯიშს და ასაკს უმი ხორცი განსაკუთრებით ღორის არ შეიძლება... პატარა ასაკში საკვების ცვლა ან ხშირი არევა გამოიწვევს კუჭში გაუვალობას და დაჭირდება მკურნალობა 5 თვემდე ჯობია ძაღლმა ჭამოს 1 საკვები 166

0  
5 giohunt1982   (24.05.2015 11:16:44) [მასალა]
ეს ბოლო მეც ვერ გავიგე და მეტიც, სისულელე მგონია! რადგან ძაღლებს ძირითადად ნატურალური პროდუქტით ვკვებავ და რა მზა, "მშრალი საკვები" არ შეიძლება რომ შევურიო?? ერთი-ერთზე ვაძლევ საკვებს, ანუ ფაფაში მზა, მშრალ საკვებს ვურევ და ჯერ არცერთს არც დაუწუწუნია და არც დაავადება არ შეყრია ამით! gimili

0   Spam
1 mere   (22.05.2015 21:34:47) [მასალა]
166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика