ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2017 » აპრილი » 4 » 10 ყველაზე დიდი და მძიმე წონის ძაღლის ჯიში მსოფლიოში    

03:26:47
10 ყველაზე დიდი და მძიმე წონის ძაღლის ჯიში მსოფლიოში

10 ყველაზე დიდი და მძიმე წონის ძაღლის ჯიში მსოფლიოში
10 ყველაზე დიდი და მძიმე წონის ძაღლის ჯიში მსოფლიოში
04.04.2017
ყველა ძაღლი ინდივიდუალურია. თითოეული მათგანი შესაძლოა, წარმოუდგენელი სიდიდის გაიზარდოს, ამიტომ საკმაოდ რთულია, შედგეს ზუსტი რეიტინგი, თუ რომელი ჯიშია განსაკუთრებით დიდი ან პატარა. თუმცა, ბოლო მონაცემებით, რომელიც სხვადასხვა წყაროს მიხედვითაა დადგენილი, შესაძლოა, შეიქმნას ადეკვატური სურათი და გავიგოთ 10 ყველაზე დიდი და მძიმეწონიანი ძაღლის ჯიში.

უნდა აღინიშნოს, რომ უდიდესი ძაღლის ჯიშები სპეციალურად გამოიყვანეს ნადირობისთვის, ადამიანის დაცვისთვის ან უბრალოდ იმისათვის, რომ ხაზი გაესვათ პატრონის მაღალი რანგის წარმომავლობისათვის. 

დღეს ოთხფეხა ბინადარი ადამიანისთვის იმაზე მეტია, ვიდრე დაცვის ან ნადირობის იარაღი. იგი გახდა პატრონის ნამდვილი მეგობარი, რომელიც გამოირჩევა კეთილი, მეგობრული თვისებებითა და მოქნილი ჭკუით.

10 უდიდესი ზომის ძაღლის ჯიში, რომლებიც დღეს ადამიანებისთვის ცნობილია:

დირჰაუნდი

Zooclub

იმისათვის რომ გავიგოთ, რომელი ჯიშები მოხვდნენ ამ რეიტინგში, დავიწყოთ ბოლოდან.

დირჰაუნდის სამშობლო შოტლანდიაა. მან დიდი ზომის ძაღლების რეიტინგში მეათე ადგილი სამართლიანად დაიმსახურა. იგი მონადირეებმა სპეციალურად ირემზე სანადიროდ გამოიყვანეს. მისი ძირითადი ამოცანაა გარეული ცხოველის ღია სივრცეში განდევნა, ტყის ბინადრის დასუსტების შემდეგ კი, მისი დაგლეჯა.

დირჰაუნდის სიმაღლე ნიდაოდან 76 სანტიმეტრია, ხოლო მისი საშუალო წონა 45კგ-მდე აღწევს. კარგად განვითარებულმა კუნთებმა და გრძელმა სხეულმა ეს ჯიში საოცრად ამტანი გახადა. მისი გრძელი ბეწვის შეფერილობა ძირითადად ნაცრისფერი, ყავისფერი და ქვიშისფერია.

აკიტა

Zooclub

მეცხრე ადგილი დაიკავა აკიტას ჯიშმა იაპონიიდან. იგი კიდევ ერთი მონადირე ძაღლია, რომელიც ჰონსიუს კუნძულზე გამოიყვანეს. აკიტას გარეგნობა მისი წინაპრების დამსახურებაა. იგი მასტიფისა და ჩინური შპიცის ნაირსახეობაა.

ძუ და ხვადი აკიტა საშუალოდ 70სმ-მდე იზრდება, ხოლო წონა 54კგ-მდე აღწევს, გამონაკლისის სახით, არსებობენ სტანდარტულზე დიდი ზომის ინდივიდები.

ირლანდიური მგლის მახრჩობელა

Zooclub

მგლის მახრჩობელაც დიდი ზომის ჯიშების კიდევ ერთი წარმომადგენელია. მისი ერთგული ხასიათის წყალობით, იგი სამართლიანად ითვლება ირლანდიელი ხალხის ნაციონალურ სიმბოლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ მგლის მახრჩობელა ჯერ კიდევ ძველმა კელტებმა საცხოვრებლის სადარაჯოდ გამოიყვანეს, დღეს იგი ჩვეულებრივი შინაური ბინადარია. თანამედროვე მგლის მახრჩობელა უპირატესობას ანიჭებს სავარძელზე გორაობას, პატრონის მოფერებასა და მზრუნველობას.

ქართული ნაგაზი

Zooclub

კიდევ ერთი დიდი ზომის ძაღლი, რომელიც გამოირჩევა თავისებური ხასიათითა და პატრონისადმი უზომო ერთგულებით. ფუმფულა ბეწვი ყინვასა და თოვლში საიმედოდ იცავს. ზრდასრული ხვადის სიმაღლე  ნიდაოდან 80 სანტიმეტრია, ხოლო წონა ზოგჯერ 55კგ-ზე მეტს აღწევს.

ნიუფაუნდლენდი

Zooclub

კონკრეტული ძაღლის ჯიში ჩრდილოეთ კანადაშია გამოყვანილი. ეს სახეობა მუშა ჯიშებს განეკუთვნება. ხვადი სიმაღლეში შესაძლოა, 74სმ-მდე  გაიზარდოს, ხოლო ნიუფაუნდლენდის საშუალო წონა 70 კგ-ია. ამ რეიტინგში ეს ჯიში სამართლიანად  იმსახურებს მე-6 ადგილს.

ნეაპოლიტანური მასტიფი

Zooclub

ნეაპოლიტანური მასტიფი კარ-მიდამოს დაცვისთვის გამოიყვანეს. მიუხედავად ამისა, არც ისე იშვიათად, მას გარეულ ცხოველებზე სანადიროდ იყენებენ. ზრდასრული ნეაპოლიტანური მასტიფის სიმაღლე ნიდაოდან 75 სმ-ს, ხოლო წონა 74 კგ-ს აღწევს.

ლეონბერგერი

Zooclub

ლეონბერგერის მოვალეობა სახლისა და ობიექტების დარაჯია. ეს ჯიში ზრდასრულ ასაკში ნიდაოდან 70 სმ-ს აღწევს, ხოლო მისი წონა დაახლოებით 80 კილოგრამია. ფუმფულა და გრძელი ბეწვის დამსახურებით, ლეონბერგერი იმაზე  დიდი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია.

ინგლისური მასტიფი

Zooclub

ამ ჯიშმა მესამე ადგილი დაიკავა, რადგან მძიმე ძაღლის სახეობას მიეკუთვნება. მისი წონა 75 კგ-ს აღწევს, ხოლო სიმაღლე ნიდაოდან 75 სანტიმეტრია.

სენბერნარი

Zooclub

არსებობს სენბერნარის ორი სახეობა - მოკლებეწვიანი და გრძელბეწვიანი. საშუალო ასაკის ხვადი სენბერნარის სიმაღლე ნიდაოდან 70 სანტიმეტრი, ხოლო წონა 90 კგ-ია. ძუ სენბერნარის მონაცემები შედარებით ნაკლებია.

გერმანული დოგი

Zooclub

მიუხედავად მისი გარეგნობისა, ამ  ჯიშს საოცრად კეთილი და მშვიდი ხასიათი აქვს. გერმანული დოგის აყვანით, თქვენ შეიძენთ საიმედო მეგობარს და მცველს. მას ძალიან მოსწონს ბავშვების გარემოცვაში ყოფნა და მხიარული თამაშები. მთავარია, არ მისცეთ მათ სრული თავისუფლება- იმისათვის, რომ ძაღლი იყოს დამჯერი, აუცილებელია იზრუნოთ მის წვრთნასა და განვითარებაზე.

Zooclub

გერმანული დოგის ჯიშის ყველაზე დიდი ზომის და წონის წარმომადგენელი გახდა ძაღლი სახელად ზევსი, რომლის სიმაღლეც ნიდაოდან 111,8 სმ. ,ხოლო წონა  114 კგ. იყო.

წყაროhttp://zooclub.ge
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 3109 | დაამატა: Admin | ტეგები: დიდი, და, მსოფლიოში, ჯიში, ძაღლის, 10, წონის, მძიმე, ყველაზე | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 panati   (06.04.2017 10:41:17) [მასალა]
ამათ ცალკე სახლი უნდათ 069 069

0   Spam
1 kero   (04.04.2017 13:51:17) [მასალა]
10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика