1. ლაბრადორ რეტივერი ამერიკელების ფავორიტი ძაღლის ჯიშია.
ამერიკაში ძაღლის ჯიშების რეიტინგში ლაბრადორ რეტრივერი მოწინავე პოზიციაზეა 24 წლის განმავლობაში.
2. შავი, ყავისფერი და ყვითელი ლაბრადორი შესაძლოა დაიბადოს ერთი და იმავე მშობლისგან. სხვადასხვა ფერის მშობლის შეჯვარებისას ლეკვები იღებენ მხოლოდ ერთ-ერთი მშობლის გენეტიკურ ფერს.
3. ლაბრადორის ყველა შეფერილობას თავისი დანიშნულება აქვს. მაგალითად: შავი ლაბრადორი სხვა ფერებთან შედარებით, გამოფენებზე დიდი წარმატებით სარგებლობს. ყვითელი ლაბრადორი საუკეთესოა პოლიციის რიგებში დამხმარე ძაღლის პოზიციაზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, ხოლო ყავისფერი იშვიათობას წარმოადგენს და ითვლება ძვირფას, განსაკუთრებულ ფერად.
4. ეს ჯიში გამოყვანილია 1800 წელს, მეთევზეების მიერ, რადგანაც მათ ესაჭიროებოდათ ძაღლი, რომელიც დაეხმარებოდა თევზის ჭერასა და შეგროვებაში. ამისთვის აუცილებელი იყო ძლიერი თათის მქონე, კარგად მოცურავე ძაღლი. მეთევზეებმა ამ ჯიშს
5. შეჯვარების შედეგად მიღებული იქნა მკვეთრად გამოხატული ხუთი ნიშნის მქონე ძაღლის სახეობა:
წყალში სწრაფად მოძრავი კუდი (ნიჩბისებრი);
ბრტყელი თათები, რომელიც წყალში თავისუფლად მოძრაობს;
ცხიმიანი ბეწვი, რომელიც წყალში ადვილად არ სველდებოდა;
მას შეეძლო პირით მსუბუქად/დაუზიანებლად ნადავლის ტარება;
6. ამ ფაქტებს მივყავართ იქით, რომ ამ ჯიშის 70% ამერიკაში გამოიყენება გიდ-ძაღლებად.
7. ლაბრადორ რეტრივერის აყვანამდე გაითვალისწინეთ შემდეგი:
ეს არის ჯიში, რომელსაც აქვს უსაზღვრო ენერგია. აუცილებელია ამ ენერგიის დახარჯვა დიდ ტერიტორიაზე მუდმივი ვარჯიშით.
ლაბრადორ რეტრივერის სუსტი ადგილებია სახსრების შემაერთებელი ქსოვილი, ასევე თვალი, რომელიც მიდრეკილია სიბრმავისკენ.
ის ოჯახის საუკეთესო კომპანიონი ძაღლია.
თუ აიყვანთ ლაბრადორის ლეკვს და მოთმინებით წვრთნით მას, უმჯობესია, ეს გააკეთოთ ყოველდღიურად. მასზე დახარჯული დრო და ენერგია ფუჭად არ ჩაივლის, იგი ოჯახის წევრი და საუკეთესო მეგობარი გახდება.