ადამიანები ბევრ რამეში ენდობიან ძაღლებს. მაგალითად, ოთხფეხა მეგობრები დახმარებას უწევენ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს. ტელევიზიის Sky1-ის ეთერში იწყება ახალი შოუ, სახელწოდებით "ძაღლებს შეუძლიათ ფრენა" (Dogs Might Fly), სადაც ოთხფეხა ბინადრებს შეასწავლიან ვერტმფრენის მართვას. შოუს ფარგლებში, სამ გამორჩეულ ძაღლს გაუშვებენ ვერტმფრენის მართვის კურსებზე. "რამდენიმე კვირა ვმუშაობდით, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ძაღლები თავს კომფორტულად გრძნობენ. ჩვენ ვთანამშრომლობთ ცხოველთა დამცველებთან, ვეტერინარებთან და თავშესაფრის თანამშრომლებთან 24 საათის განმავლობაში." -ამბობს შოუს ერთ-ერთი ავტორი კაროლინა ჰოკინსი. გადაცემის ძირიდადი მიზანია, ადამიანებს აჩვენონ ძაღლის არარეალური უნარები. "გადაცემის ბოლო ეპიზოდში გავემგზავრებით აეროდრომზე. სწორედ იქ ნახავთ შეისწავლეს, თუ არა ძაღლებმა ვერტმფრენის მართვა. არ მაქვს ილუზია, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ლონდონიდან ნიუ-იორკში რეისებს შეასრულებენ, მაგრამ ვინ იცის, რა ხდება მომავალში, შეიძლება მათ პილოტებიც შეცვალონ."-ამბობს შოუს კრეატიული დირექტორი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!