მთავარი » 2015»ივნისი»2 » "ეს ამბავი იმ ქალბატონამდე უნდა მივიდეს, ვინც თემქის მე–4 კვატალში ორი მეტისის ძაღლი მოწამლა"
21:29:35
"ეს ამბავი იმ ქალბატონამდე უნდა მივიდეს, ვინც თემქის მე–4 კვატალში ორი მეტისის ძაღლი მოწამლა"
თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ფეისბუკგვერდი კიდევ ერთ ემოციურ ამბავს გვიყვება, საქმე ამჟამად ორ მეტის ძაღლს ეხება, რომელიც სპეციალურად მოწამლეს:
"112-ის მანქანა ჩვენს თავშესაფართან გაჩერდა...
თემქის მე–4 კვარტლიდან, გიორგი დაბრუნდაშვილს მიკედლებული მოწამლული მეტისები მოგვიყვანა...
გიორგი ძაღლების მოწამვლაში მეზობელს დებს ბრალს...
ისინი ჩვენს კლინიკაში მოვათავსეთ...
ექიმების თქმით, მათ აქვთ დაუდგენელი პრეპარატებით ინტოქსიკაცია, რამაც გამოიწვია თავის ტვინის ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, რაც გამოიხატება მაღალი ტემპერატურით და კანკალით.
იმედია, შესაბამისი სამსახურები რეაგირებას მოახდენენ ამ ფაქტზე.
ჩვენთვის დანაშაულში ეჭვმიტანილი პიროვნების სახელი ცნობილია, მგრამ უდანაშაულობის პრეზუმციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მის ვინაობას არ ვასაჯაროებთ!
ახლა კი, თქვენი დახმარება მჭირდება მეგობრებო!
ეს ამბავი იმ ქალბატონამდე უნდა მივიდეს, ვინც თემქის მე–4 კვატალში ორი მეტისის ძაღლი მოწამლა!
თქვენი ბოროტება ვერ აჯობებს ჩვენს სიკეთეს!"
კი ბოროტია ადამიანი,მაგრამ მეტისია ზაღლი თუ სუფთა სისხლის,აზრი არ აქვს,უნდა გყავდე ისე რომ სხვა არც შეაწუხოს და არც არანაირი ზიანი არ მოუტანოს.ვინმემ ვიცით რამდენჯერ სთხოვა მაგ თუ სხვა ადამიანმა ძაღლები იზოლირებული ჰყოლოდა,აგრესიის გამო.ჩემს გვერძე ბინაში მაწანწალებს უვლის ქალი,ან რა მოვლაა,ნარჩენებს უყრის.შეეჩვივნენ ადგილს და ვინც არ უნდა გაიაროს მისდევენ და მოსდევენ.ბავშვებით არის სავსე ეზოები ამ დროს განსაკუთრებით და რომელიმე რომ დაკბინონ პასუხისმგებლობას ვინ აიღებს?ამ ორ ეზოში ორი ლეკვებიანი ძაღლია,რაც ორ ხროვას ნიშნავს.გაუკეთონ სტერილიზაცია და აღარ გამრავლდებიან.გაბერილ მუცლებზე რომ გადაბმულ ქამრებს იჭერენ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!