ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2018 » იანვარი » 27 » 10 მთავარი და ელემენტარული წესი ძაღლის გაზრდისას    

10:50:52
10 მთავარი და ელემენტარული წესი ძაღლის გაზრდისას

ძაღლების ცნობილი ფსიქოლოგი, ცეზარ მილანი, შინაური ცხოველების მფლობელებს უზიარებს, თუ რა არის მთავარი ჩვენი ოთხფეხა მეგობრების აღზრდის დროს.

ძაღლის ქცევის 90% დამოკიდებულია პატრონზე. არ აქვს მნიშვნელობა ახალბედა პატრონი ხართ, თუ დიდი ხნის გამოცდილება გაქვთ, ეს წესები მნიშვნელოვანია ყველასთვის.

გაწვრთნილი ძაღლი - ეს ის ძაღლია, რომელსაც ყოველდღიურად ასწავლიან

ყველაზე ჭკვიანი ჯიშის ძაღლსაც კი შეუძლია მოიქცეს სულელურად, თუ ასწავლით პერიოდულად და არა ყოველდღიურად. შინაური ცხოველის წვრთნა ცხოვრების სტილია. ამ შემთხვევაში, საუბარი არ არის, რომ ძაღლი ყოველდღე ატაროთ საწვრთნელ მოედანზე. მთავარია ის, რომაუცილებლად შეახსენოთ თქვენს ბინადარს, რა არის ნებადართული და რა არა. არ შეიძლება ცხოველს დღეს მიაწოდოთ საკვები მაგიდიდან, ხოლო ხვალ არა.

ძაღლი, როგორც ბავშვი - მისთვის აუცილებელია რეჟიმი

დღის განაწესის გარეშე, ძაღლი გაღიზიანებული ხდება. მისთვის აუცილებელია დროულად სეირნობა, ძილი, კვება და ა.შ. ის ბევრად კომფორტულად გრძნობს თავს "წესების სამყაროში".

ძაღლს სჭირდება წინამძღოლი

თუ ძაღლი ვერ ხვდება, ვინ არის ოჯახში ლიდერი, ის პანიკაში ვარდება: "აქ არავინაა ისეთი, ვინც მიბრძანებს!" სხვა შემთხვევაში, ის ეცდება ლიდერის ადგილის დაკავებას და პატრონი ცხვრის როლში აღმოჩნდება.

წვრთნა სანახევროდ პატრონის წარმოსახვაში მიმდინარეობს

დაგჭირდებათ მოთმინება და საკუთარი თავის ნდობა იმისათვის, რომ ძაღლის ნდობა მოიპოვოთ. ამ დროს აუცილებელია ნებისყოფა, რათა წვრთნა არ მიატოვოთ.

თუ საკუთარ თავში არ ხართ დარწმუნებულნი, ძაღლი ამას მალევე იგრძნობს და იმოქმედებს თავისი შეხედულებისამებრ.

წესრიგი და სასჯელი - ეს სინონიმები არ არის

ნუ დაგენანებათ, დახარჯოთ დრო იმისათვის, რომ ისწავლოთ თქვენი ძაღლის გაგება და ასწავლოთ მას,  რა შეიძლება და რა არა. სწორედ ამის შემდეგ, აღარასოდეს მოგიწევთ მისი დასჯა. ყოველივე ითხოვს დროს, თუმცა, შედეგად, გელით ჭკვიან ცხოველთან ცხოვრების არაერთი ბედნიერი წელი.

შენიშვნა: ყოველთვის აკონტროლეთ საკუთარი თავი, თუ გადაწყვეტთ ძაღლის დასჯას. არ შეიძლება, ძაღლს უყვიროთ (მიუთითეთ ბრძანების ტონით) ან ფიზიკური ტკივილი მიაყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ დათრგუნულ, შეშინებულ და არაადეკვატურ შინაურ ცხოველს.

ძაღლი არის ძაღლი

არ შეიძლება ძაღლი აღიქვათ ადამიანად.  პატრონის  ყველაზე დიდი შეცდომაა, როდესაც ძაღლს ექცევა ისე, როგორც საკუთარ შვილს. სწავლა შეუძლია მხოლოდ იმ ძაღლს, რომელმაც სახლში თავისი ადგილი იცის. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ ნერვიულ და აგრესიულ ძაღლს. გიყვარდეთ ძაღლი, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ იგი  ოჯახში რიგით უკანასკნელი წევრია და ის ცხოველია.

ძაღლი ითხოვს საზღვრებს

პირველ რიგში, ძაღლისთვის უნდა დააწესოთ საზღვრები - თუ სახლში ყოფნისას მისი ყეფით ღიზიანდებით, ყურადღება მიმართეთ ამ პრობლემაზე. თუ მას ძინავს სავარძელზე და ეს თქვენთვის მიუღებელია, მოაგვარეთ კონკრეტულად ეს საკითხი. ძაღლი თავს კომფორტულად ისეთ სამყაროში გრძნობს, სადაც არსებობს წესები.

იყავით თანამიმდევრულნი

რაც არ შეიძლება ერთხელ ნიშნავს, რომ არ შეიძლება არასოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ მიხვდება ძაღლი, რა არის მისთვის აკრძალული და რა არა?

ოჯახის ჩართულობა

მიუხედავად იმისა, რომ ძაღლს სჭირდება ერთი ლიდერი, აუცილებელია მის აღზრდაში ოჯახის სხვა წევრების მონაწილეობაც. ამ მეთოდით, ძაღლს აჩვენებთ, რომ იერარქიულ კიბის ბოლო საფეხურზე დგას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოველი გადაწყვეტს, რომ მაგალითად ორ ადამიანს ან სამს, შეიძლება, იგნორირება გაუკეთოს.

დაიწყეთ დღეს

იმისათვის, რომ ძაღლთან მუშაობა დაიწყოთ, არასოდეს არის ადრე ან გვიან. ლეკვთან თუ ზრდასრულ ძაღლთან ყოველთვის შეგიძლიათ დაიწყოთ სწორი ურთიერთობა. რაც უფრო გადადებთ, მით ნაკლებ სიხარულს მოგიტანთ უკონტროლო და არაპროგნოზირებად ძაღლთან ურთიერთობა.



წყაროhttps://zooclub.ambebi.ge/dzaghli/tsvrthna/4100-10-mthavari-da-elementaruli-tsesi-dzaghlis-gazrdisas.html
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 1929 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 saiga   (08.07.2018 15:19:26) [მასალა]
23_30_126

0   Spam
3 gocha111   (30.01.2018 14:33:10) [მასალა]
10 10 10 166 166 166

0   Spam
2 zviadauri   (29.01.2018 14:33:13) [მასალა]
მადლობა სტატიის ავტორს 10

0   Spam
1 tereos   (29.01.2018 13:48:24) [მასალა]
გვანან იერით ერთმანეთს. ნათესავები ხომ არ არიან? gimili

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика