სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება, მონადირეთა კლუბ "ბაზიერის„ ინიციატივითა და ორგანიზებით, 8 აგვისტოს ქალაქ ბათუმში ატარებს მონადირე ძაღლების გამოფენა-დათვალიერებას! ძაღლები მიიღებენ შეფასებას და ასევე, საგვარეულო ნუსხის საფუძველზე მიიღებენ "პასპორტებს" . გამოფენას უხელმძღვანელებს ექსპერტი დავით ცხვედიანი.
გამოფენაზე მონაწილეობის(ძაღლის ექსტ. შეფასების) საფასურია 10 ლარი, ხოლო სანადირო ძაღლის მოწმობის საფასურია 25 ლარი. გამოფენა ჩატარდება ბათუმის უნივერსიტეტის წინ მდებარე "პიონერთა პარკში„. დასაწყისი 10 საათზე.
პირადად მე მაგრად მინდა წასვლა მაგრამ იმხელა ხარჯი უნდა გავწიო რომ არ მიღირს ,მითუმეტეს როცა თბილისში პირველი ადგილი დაიკავა ჩემმა ძაღლმა, იმ ხალხმა იაქტიურეთ ვინც ვერ მოახერხა წელს სტიქიის გამო გაყვანა და ეცადეთ ბატუმში რამდენიმე კაცი შეიკრათ და წახვიდეთ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!