"ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სპეციალისტი ამბობს, რომ ძაღლს სიზმარში ყოველთვის საკუთარი პატრონი ესიზმრება",-წერს Metro.
ფსიქოლოგის თქმით, ძაღლები ძალიან მიჯაჭვულნი არიან თავიანთ მფლობელს, ამიტომ ისინი სიზმარში პატრონის სახეს ხედავენ. განსაკუთრებით კი იმ მომენტებს, როდესაც პატრონი გაახარეს ან აწყენინეს.
ამ განცხადებამ გული აუჩუყა ინტერნეტ "აუდიტორიას", განსაკუთრებით კი ძაღლის მფლობელებს. ტვიტერზე არაერთი წერილი დაიწერა, სადაც ადამიანები თავიანთი ოთხფეხა მეგობრების მიმართ სიყვარულს გამოხატავდნენ.
რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა კვლევის შედეგი, სადაც ითქვა, რომ ძაღლები აღიქვამენ არა მხოლოდ ადამიანების ხმის ინტონაციას, არამედ მათ მიმართ გამოთქმული ფრაზების აზრსაც.