საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის ბრალი ზაზუნას წაუყენესზაზუნა ფილს, რომელიც გაზაფხულის მოსვლის მახარებელია, მცდარი პროგნოზის გამო, ოჰაიოს შტატის პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ყოველწლიურად 2 თებერვალს ფილი გამოდის თავისი სოროდან რათა მოსახლეობას აუწყოს უნდა ელოდონ თუ არა ადრეულ გაზაფხულს. თუ ის საკუთარ ჩრდილს დაინახავს, ეს ნიშნავს იმას, რომ სუსხიანი ამინდები კიდევ 6 თვე გაგრძელდება. თუ ფილი საკუთარ ჩრდილს ვერ დაინახავს, ამერიკელებისთვის ეს იმის მანიშნებელია, რომ გაზაფხული მალე მოვა. ამ წელს ფილი შეცდა, მართალია ეს მისი პირველი შეცდომა არ იყო, თუმცა ბატლერის ოლქის პროკურატურის მოთმინებას ამ შემთხვევამ ბოლო მოუღო და ზაზუნას წინააღმდეგ საქმე აღიძრა. ფილს ბრალად ედება მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. პროკურატურის ოფისში აცხადებენ, რომ მსგავსი დანაშაული სიკვდილით დასჯას იმსახურებს. „ფილმა შეგნებულად და წინასწარი გათვლებით გააკეთა მცდარი პროგნოზი, რათა ხალხს დაეჯერებინა, რომ გაზაფხული მალე მოვა", – წერს ოფიციალურ განცხადებაში ბატლერის ოლქის პროკურორი მაიკ გმოზერი. მისივე თქმით, მცდარი წინასწარმეტყველება ოჰაიოს შტატის მაცხოვრებლების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს. ფილს უკვე ჰყავს ადვოკატი, რომელიც ოჰაიოს შტატის წინააღმდეგ პროცესში მის ინტერესებს დაიცავს. წყარო news.ge
წყარო: http://blog.myadvokat.ge
|