11-11-2013
კოსტარიკელი 32 წლის ხოსე სალასი "ნიანგების შემლოცველია": მისი ფირმა "ხოსეს ტური მდინარეზე" კატარღით მდინარე ტარკოლესზე ტურისტებს ასეირნებს, რომელთა თვალწინ ხოსე და მისი თანამშრომლები უზარმაზარ 5-მეტრიან ნიანგებს ხელით აჭმევენ. "თავიდან ძალიან გვეშინოდა უზარმაზარ ბასრკბილა მონსტრებთან მიახლოებისა, მაგრამ გამოცდილების დაგროვებასთან ერთად შიში ქრება - როდესაც ნიანგი მშიერია ან შთამომავლობას იცავს, ჯობს, არ მიეკარო. ჩვენს გუნდს ჯერ შეცდომა არ დაუშვია. ნიანგის მოსაზიდად ხორცის ნაჭრებს წინასწარ ვყრით წყალში, ხელით საკვებად კი ქათმის ხორცს ვიყენებთ, რაც ნიანგებს ძალიან მოსწონთ. ნიანგები უკვე კარგად გავიცანით - არც ისე სასტიკები და საშიშნი არიან, თუ მათ ხასიათს გაიგებთ", - განმარტავს ხოსე, რომელსაც "ნაცნობი" ნიანგი ზურგზე შეჯდომის უფლებასაც აძლევს.