მატარებლის ვაგონში მგზავრებს ხშირად რჩებათ ნივთები - ზოგს მობილური ტელეფონი, ზოგს წიგნი ან სულაც ჩანთა, მაგრამ ის, რაც რამდენიმე დღის წინ ნიუ იორკში, ქუინზის მეტროსადგურში იპოვეს, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სატარებელი ნივთი არ არის. სკამის ქვეშ ერთ-ერთ მგზავრს... მკვდარი ზვიგენი დარჩა.
მგზავრებმა, რომლებმაც წყლის ბინადარი მისთვის უჩვეულო გარემოში იპოვეს, ცოტა გამხიარულება გადაწყვიტეს. დასავლური ინტერნეტსაიტები აჭრელებულია ფოტოებით, რომელზეც მკვდარი ზვიგენი სიგარეტით და ლუდის ქილითაა გამოსახული.
როგორც მოსალოდნელი იყო, უცნაური "ბარგის" პატრონს დანაკარგი არ მოუკითხავს. |