მთავარი » 2013»აგვისტო»1 » "მკვლელი თევზი" - სულისშემძვრელი დოკუმენტური ფილმი კაციჭამია ვეშაპზე
01:13:05
"მკვლელი თევზი" - სულისშემძვრელი დოკუმენტური ფილმი კაციჭამია ვეშაპზე
Blackfish - რეჟისორ გაბრიელა ქავპერსვაის დოკუმენტური ფილმია, რომლის პრემიერა ლონდონში, 2013 წლის "სანდენსის" კინოფესტივალზე შედგა.
სულისშემძვრელი ფილმი მოგვითხრობს "მკვლელი თევზის", სახელად ტილიკუმის შესახებ, რომელმაც აკვაპარკში 25-წლიანი ტყვეობის მანძილზე, სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მესამე ტრაგიკული შემთხვევა 2010 წელს მოხდა. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა რეჟისორი ვეშაპის მისტიკური ისტორიით.
ტილიკუმი 1983 წლის ნოემბერში, სამი წლის ასაკში დაიჭირეს. 1987 წლიდან კი, ვეშაპი აკვაპარკის სტუმრებისთვის შოუებში მონაწილეობს. თითქმის 30-წლიანმა ტყვეობამ, მასზე უარყოფითად იმოქმედა. 1991-2010 წლებში ვეშაპმა სამი ადამიანი - 2 მწვრთნელი და აკვაპარკის ერთი ვიზიტორი იმსხვერპლა. ფილმი შოკისმომგვრელ კადრებს და ემოციურ ინტერვიუებს შეიცავს, რომლის მეშვეობითაც რეჟისორმა სცადა ეჩვენებინა, რომ ველური ცხოველების ტყვეობაში ყოფნა მათ ფსიქიკაზე ისევე მოქმედებს, როგორც თავისუფლების შეზღუდვა ადამიანზე.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!