21-04-2014
მსოფლიო მოიარა სულისშემძვრელმა სცენამ როტერდამის ზოოპარკში... მომვლელმა მარიომ, რომელიც დაბადებიდან გონებრივად ჩამორჩენილია, თავისი მოწოდება ზოოპარკში ნახა - 25 წელი ვოლიერებს ასუფთავებდა.
54 წლისა კიბოთი დაავადდა და სიცოცხლის ბოლო დღეებში ის თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებლად მიიყვანა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომელიც მომაკვდავთა უკანასკნელ სურვილებს ასრულებს.
როგორც კი მარიოს საწოლი ჟირაფების ვოლიერთან ჩაატარეს, ერთ-ერთი ცხოველი გამოიქცა და საყვარელ მომვლელს სახე აულოკა. ამ ამბის შემსწრეებმა ცრემლები ვერ შეიკავეს. თავად მარიოს კი, რომელსაც უკვე მეტყველება უჭირდა, სახეზე დიდი მღელვარება დაეტყო.