საშიში ვირუსი მოსკოვში უკვე იხვებს დაერია
მოსკოვის რამოდენიმე რაიონის წყალსაცავებში ერთდროულად იპოვეს იხვების მრავალრიცხოვანი გვამები. სიმყრალე, რომელიც ამ წყალსაცავებიდან მოდის, შესაძლებლობას არ აძლევს დედებს ბავშვებთან ერთად გაისეირნონ სუფთა ჰაერზე. თანაც, ფრინველთა დაღუპვის მიზეზი დღემდე უცნობია.
რამენკის რაიონის მცხოვრებლებმა განგაში ატეხეს: ბოლო დღეებია ისინი სულ უფრო და უფრო მეტ დაავადებულ იხვებს ამჩნევენ. ფრინველთა გვამებს პოულობენ ოქტომბრის 50-ე წლისთავის სახელობის პარკის ტბორებსა და გუბურებში.
ტბორის ზოგიერთ ადგილას იგრძნობა ფრინველის გახრწნილი გვამის სიმყრალე. ადგილობრივი მცხოვრებლები იხსენებენ: ჯერ კიდევ ივნისში ტბორი სავსე იყო იხვებით. ახლა კი სულ ხუთიოდე იხვიღა შერჩა ამ ადგილებს.
გარდა ამისა, ადგილობრივები დარწმუნებულნი არიან, რომ წყალი გუბურაში სუფთაა. ამ ფაქტს ადასტურებს კარასების მცირე გუნდები, რომლებიც წყლის ზედაპირზეც ამოდიან. იხვებისგან განსხვავებით, თევზი წყალში თავს კარგად გრძნობს. გამოდის, რომ იხვების დახოცვის მიზეზი - წყლის სიბინძურე არ უნდა იყოს.
იხვების ცალკეული დაღუპვის ცნობები მოსკოვის სხვა რაიონებიდანაც მოდის.
მოსკოვის ვეტერინარიის კომიტეტში განმარტეს, რომ "მიუხედავად ამ შემთხვევებისა არ შეიძლება ლაპარაკი ფრინველის მასობრივ სიკვდილიანობაზე: ამისთვის ერთ რაიონში 20-ზე მეტი ფრინველი უნდა მოკვდეს. ჩვენ კი ასეთი მონაცემები არ გვაქვს. გარდა ამისა, ვიცით, რომ დაღუპული ფრთოსნები არ იყვნენ დაავადებულნი ფრინველის გრიპით და ორნიტოზით - დაავადებებით, რომლებიც ადამიანისთვის საშიშია".
ჯერ ნაადრევია მსჯელობა იმის შესახებ თუ რა შეიძლება იყოს იხვების დახოცვის მიზეზი. მიუხედავად ამისა, ოქტომბრის 50-ე წლისთავის პარკის ტბორს ნელ-ნელა აკლდება დამსვენებელი: დედები ბავშვების სასეირნოდ სხვა ადგილებს არჩევენ.
წყარო: http://www.dni.ru/incidents/2013/8/21/258520.html
წყარო: http://www.apocalypse.ge/
|