კენიაში ძაღლი სახელად ოსკარი ორ ბავშვზე - 7 წლის დევიდ მბოგოსა და 6 წლის მერი ვანჟიკუზე ზრუნავს. დედამ ბავშვები 6 წლის წინ მიატოვა და სასმელს მიეძალა. ამჟამად ბავშვები სოფელ კირიგუში ცხოვრობენ. მათი ერთადერთი ახლობელი ხანშიშესული ბებია სიუზან ვანჟიკუა.
სიუზანი ასევე მისი ორი ქალიშვილის შვილებზეც ზრუნავს. ის ბაზარში ბოსტნეულს ყიდის, რათა ოჯახი გამოკვებოს. თუმცა, მისი მცირე შემოსავალი საკვებსა და ბავშვების ტანსაცმელზე მაინც არ არის საკმარისი. ბებიის არყოფნისას მერიზე და დევიდზე ოსკარი ზრუნავს. ძაღლი, ფაქტობრივად, მათ არასდროს შორდება. სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ოსკარი ყოველ დღე ბავშვებს სკოლამდე აცილებს და მოთმინებით ელოდება მათ გაკვეთილების დამთავრებამდე.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!