No More Woof: უნიკალური მოწყობილობა რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიგოთ ძაღლის ყეფა…
სოციალური გამოკითხვის მიხედვით ძაღლების ბევრი მფლობელი გასცემდა ბევრს, რომ გაეგო თუ რას ყეფს მისი შინაური მეგობარი. აი, ეს უკვე შესაძლებელია, შვედურმა სამეცნიერო კვლევითმა ლაბორატორიამ "Nordic Society for Invention and Discovery”-იმ შექმნა ორი "თარჯიმანი”, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიგონოთ ადამიანის ენაზე თუ რას ყეფენ ძაღლები. მოწყობილობა ძალიან წააგავს ყურსასმენების და ავტომობილის მოწყობილობის ნაზავს.
უნიკალური მოწყობილობის შექმნა დაიწყო ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში, სწორედ მაშინ დაიწყო კომპანიამ თანხის შეგროვება და საჭირო 10 ათასი დოლარი შეაგროვა ერთ თვეზე ნაკლებ დროში, ხოლო შესაგროვებლად დაგეგმილი იყო 75 დღე. პროექტის წარმატება განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა: იაფფასიანმა უკვე მზა პროდუქციამ და საქონლის ორიგიგნალურობამ.
მოწყობილობას სახელი დაერქვა – "No More Woof”. მოწყობილობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის ასკანერებს ძაღლის ტვინის აქტიურობას, რომელიც გადაიცემა ელექტროენცეფალოგრამაში და ტრანსფორმირდება შიგნით მოწყობილ მინი კომპიუტერით ადამიანის ენაზე. მეცნიერთა სიტყვების მიხედვით ძაღლთა ყველა დაყეფის თარგმნა შეუძლებელია, მაგრამ შინაური მეგობრის ემოციის განსაზღვრა სავსებით შესაძლებელია.
"No More Woof”-ს შეუძლია განსაზღვროს თუ როდისაა ძაღლი მშიერი ან აღელვებულია რამის გამო, მოუყვეს პატრონს, რომ ძაღლს სურს ძილი ან გასეირნება. სულ შეიქმნა "თარჯიმნის” ორი ვარიანტი. უფრო იაფფასიანი ღირს 65 ამერიკული დოლარი და შეუძლია განსაზღვროს ძაღლის 2-3 ემოცია, ხოლო უფრო ძვირადღირებულ მოდელს შეუძლია "თარგმნოს” ძაღლის 4-დან 10-მდე სურვილი.
ადრე მეცნიერებს უკვე ჰქონდათ მცდელობა, რომ შეექმნათ ძაღლის ყეფის მთარგმნელი, მოწყობილობას სახელი ერქვა «Bowlingual», მოწყობილობა მაგრდებოდა ყელსაბამზე და გადმოცემდა ძაღლის განწყობას სპეციალურ მონიტორზე. ამ მოწყობილობას შეეძლო განესაზღვრა ძაღლების ძალიან ცოტა სურვილები, ამიტომაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ გაკეთებულიყო უფრო დახვეწილი მოდელი, რომელიც დაასკანერებდა ძაღლთა სურვილებს პირდაპირ.
წყარო: http://ucnauri.com
|