ციონა ჩანას 4-სართულიანი სახლი მდებარეობს ინდოეთის პროვინცია მიზორამში, სოფელ ბაკტვანგში. ოჯახის უფროსი მთავრობისაგან არანაირ დახმარებას არ იღებს და ამაზე არცა აქვს პრეტენზია. მისი თქმით, ის ბედნიერია, რომ ამოდენა ოჯახის უფროსია. სახლში გამეფებულია როგორც ამბობენ-”სამხედრო რეჟიმი”. ყველაზე უფროსი ცოლი ზატიანგი წარმოადგენს სახლის მმართველს და განკარგულებებს აძლევს სხვა ცოლებს, თუ ვინ რა უნდა გააკეთოს. ციონა ჩანის ოჯახს აქვს საკუთარი სკოლა, საბავშვო მოედანი, საზეინკლო სახელოსნო, ფრინველებისა და ღორების ფერმა და ბოსტანი. მთელი ოჯახის ერთი ვახშმისათვის საჭიროა 30 ქათამი, 60 კგ კარტოფილი, 90 კგ ბრინჯი. ციონას 4-სართულიან სახლში 100-მდე ოთახია. ახალგაზრდა ცოლები ცხოვრობენ ქმრის საძინებლის ახლოს მდებარე ოთახებში და მორიგეობით სტუმრობენ მას, ხოლო ხანდაზმული ცოლები კი საერთო საცხოვრებლისმაგვარ ოთახებში ცხოვრობენ. გასულ წელს ცოლების რიცხვი 10-ით გაიზარდა. აი მისი რამოდენიმე ცოლის ფოტო. რათქმაუნდა, ევროპელების გემოვნებისაგან ეს ქალები შორს არიან, მაგრამ რაც მთავარია, ციონა მათით კმაყოფილია.
წყარო: http://ucbauri.com
|