ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 1 » უკანასკნელი ნადირობა    

12:11:11
უკანასკნელი ნადირობა






2013 წლის 31 მაისია. ეს-ესაა, საღამოს ექვსი საათი შესრულდა. თეთრ „შევროლე კობალტის" მძღოლი ვიდეოკამერას სავარძელზე მოკალათებულ 55 წლის შტორმზე მონადირისაკენ ატრიალებს, რომელიც წამიერად გაკვირვებით აშტერდება ეკრანს. შემდეგ, კვლავ ელ-რინოს (ოკლაჰომა) მიდამოებს გასცქერის. გაავებული ქარისგან ხორბლის ყანები ავისმომასწავებლად ელვარებენ და ღელავენ. მანქანიდან არა უმეტეს 3,5 კილომეტრის მოშორებით, უსასრულო სიბნელიდან ძაბრის ფორმის ორი ღრუბელი სპირალურად მოიკლაკნება. ვიდეოფირზე მამაკაცის ხმაში არ ჩანს შიში, თუმცა - არც მეცნიერისთვის ჩვეული სიდინჯე.

"ღმერთო ჩემო, ეს უზარმაზარი ტორნადო იქნება!"

ეს ტიმ სამარასია. მან ცხოვრების უმეტესი ნაწილი სახიფათო ტორნადოებთან ერთად გაატარა. ის ტორნადოებითაა შეპყრობილი. მისი მეუღლე ქეითი ირონიით ამბობს, რომ მის ქმარს „თვით დედაბუნებასთან ჰქონდა რომანი".

ამ გაზაფხულზე ეს რომანი ჩვეულებრივზე უფრო გვიან განახლდა. „ვინ ჩაყლაპა ტორნადოები?" - ჩიოდა იგი ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტზე. მაგრამ დადგა თვე, რომელსაც შტორმზე მონადირენი „ჯადოსნურ მაისს" უწოდებენ.

18 მაისის დილას სამარასი ცოლს გამოემშვიდობა. ის და მისი ჯგუფის ორი წევრი - 45 წლის მეტეოროლოგი - კარლ იანგი და სამარასის 24 წლის ვაჟი - პოლი „ტორნადოს ხეივნის" სახელით ცნობილ შუა დასავლეთის ველებისკენ გაემართნენ, სადაც მას კიდევ ერთი სიყვარული ელოდებოდა.

მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში, კანზასში, ოკლაჰომასა და ტეხასში ათასობით კილომეტრის გავლისას, სამარასი და მისი „ტვისტექსის" სახელით ცნობილი ჯგუფი, სულ ცოტა, თერთმეტ ტორნადოს გადააწყდება. სახლში დაბრუნების შემდეგ, სამარასი, უზარმაზარი მაღალსიჩქარიანი კამერით აღჭურვილი ავტომობილით, ისევ მიდის კანზასში ელვის გამოსაკვლევად - თუმცა, როგორც დაადასტურა, ტორნადოზე სანადიროდ მეორე მანქანაც მიჰყავს.

31 მაისს გადაღებულ ვიდეოფირზე სამარასი იმ მეორე მანქანაში - „კობალტში" ზის და მორიგ ტორნადოს მისდევს. და მაინც ვიდეოფირზე აშკარად ჩანს, რომ ამ დროს რაღაც ისე ვერ არის.

„პირდაპირ ოკლაჰომა-სიტისკენ მიემართება", - ბუტბუტებს იგი.

ეს ტორნადო რამდენიმე შტორმმა შექმნა, რომლებიც იმ შუადღეს ცენტრალური ოკლაჰომის თავზე ცივი ჰაერის მასების გავლენით ჩამოყალიბდნენ. ახლა ის ტენიანი გიგანტია, რომელიც ველების გასწვრივ, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით გიჟურ პირუეტებს აკეთებს. „კარგი, მანქანა უნდა გავაჩერო", - ამბობს იანგი, რომელიც საჭესთან იჯდა და თან შტორმს იღებდა.

„კობალტი" ჩერდება. სამარასი და იანგი მანქანიდან გადმოდიან. მათ პოლიც მოჰყვება. ის მეორე ვიდეოკამერით იღებს. თვალებმოჭუტული მამაკაცები მოკირწყლული გზის პირას დგანან და წვიმას აკვირდებიან. ამ დროს ციდან მესამე ძაბრიც მოიკლაკნება.

„სამი მორევი!" - ყვირის იანგი.

„ჰო, - პასუხობს სანახაობით აღფრთოვანებული სამარასი და კამერისაკენ ბრუნდება, - მაგარია, ეს უზარმაზარი ტორნადო იქნება!"

იანგი ეთანხმება: „ეს მეტად ხანგრძლივი ტორნადო უნდა იყოს. ალბათ რამდენიმე კილომეტრზე გადაიჭიმება მიწაზე".

ორიოდ წუთში ისინი მანქანაში ბრუნდებიან და ხმის ამოუღებლად სწრაფად მიდიან აღმოსავლეთისკენ. საქარე მინასაწმენდები ტყლაშუნობენ, ტორნადო კი ავბედითად მიიწევს სამხრეთისკენ. მოქუფრულ ცას ელვა აპობს. ელექტროგადამცემი ხაზები ქანაობენ. ტორნადო კი სულ უფრო ძლიერდება, მზის სინათლის ყველანაირი კვალი იშლება და მანქანაში მსხდომნი უკუნ სიბნელეში ეხვევიან.

„გააფთრებულია!" - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

რა მოხდა შემდეგ? ამ ამბავს ჩვენი ჟურნალის ნოემბრის ნომერში რობერტ დრეიპერი მოგითხრობთ.

ჟურნალის გამოწერისთვის დააწკაპუნეთ აქ.


წყაროhttp://www.nationalgeographic.ge/wm.php?page=magazine&category=128&id=169&fotocat=133#8
კატეგორია: უცხოეთის ამბები | ნანახია: 2494 | დაამატა: dudu-duda | ტეგები: ნადირობა, უკანასკნელი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 western   (02.11.2013 12:47:41) [მასალა]
,,ოკლაჰომა" მაინ -რიდის ,,უთავო მხედარი გამახსენა" gimili

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика