კალიფორნიელმა ინსტრუქტორმა წყალქვეშ ცურვისას ხუთმეტრნახევრიანი თასმა-თევზი, ანუ როგორც ამ არსებას სხვანაირად უწოდებენ - "ქაშაყთა მეფე" იპოვა. ნაპირზე მის გამოყვანას 15 ადამიანი დასჭირდა. თასმა-თევზი გინესების რეკორდების წიგნში შეტანილია, როგორც დღეისათვის არსებული ყველაზე გრძელძვლიანი თევზი. "ქაშაყთა მეფე" კი გვირგვინისა და კიდევ იმის გამო დაარქვეს, რომ ქაშაყით იკვებება. საშიში შესახედაობის მიუხედავად, ის ადამიანისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. თასმა-თევზს ისეთი უგემური ხორცი აქვს, ადამიანი კი არა, სხვა ცხოველებიც არ ჭამენ. მას მხოლოდ სპორტული თევზაობისას იჭერენ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!