ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შემთხვევით ნასროლმა ტყვიამ ახალწვეული იმსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, დაღუპულია 23 წლის ახალწვეული, რომელიც უქმეებზე ოჯახთან იყო ჩასული.
მათივე განმარტებით, თანასოფლელი, რომლის ნასროლ ტყვიასაც ახალგაზრდა ბიჭი შეეწირა, პოლიციას თავად ჩაბარდა.
„შემთხვევაში ბრალდებულ კაცს ნაკვეთი ჰქონდა. ბოლო დღეებში ამბობდა, რომ ღამით სავარაუდოდ, გარეული ცხოველი ნაკვეთს უზიანებდა. რომ დაღამდა, სანადირო თოფით ჩაუსაფრდა - იძახდა, უნდა მოვკლაო. ამ დროს ჩამოუვლია მეზობლის ბიჭს, მას ცხოველში აერია და ესროლა. ასეთი ტრაგედია დატრიალდა სოფელში. ეს კაცი პოლიციას თვითონ ჩაბარდა“, - ყვებიან ადგილობრივები.
მომხდარზე შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო: http://ambebi.ge
|