მთავარი » 2018»ივლისი»27 » საგარეჯოში მცხოვრები 23 წლის მამაკაცი ნადირობის დროს ხევში გადავარდა და გარდაიცვალა
17:37:10
საგარეჯოში მცხოვრები 23 წლის მამაკაცი ნადირობის დროს ხევში გადავარდა და გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში. საგარეჯოში მცხოვრები 23 წლის გიორგი ენუქაშვილი ნადირობის დროს ხევში გადავარდა. შემთხვევა ლაგოდეხის ტყეში მოხდა. ახალგაზრდა მამასთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
გარდაცვლილი ახალგაზრდის ცხედარს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. სამუშაოებში თბილისიდან ჩასული სამაშველო ჯგუფები, მოგვიანებით კი ვერტმფრენი ჩართეს.
ცხედარი მაშველებმა რამდენიმე ხნის წინ ამოიყვანეს და გურჯაანის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!