სეულობით მონადირე და მეთევზე ოზურგეთიდან, ჩოხატაურიოდან და ლანჩხუთიდან, დღეს დილიდან შეიკრიბა ლანჩხუთის მერიის წინ და კოლხეთის ეროვნულ პარკში ნადირობასა და თევზაობაზე ხელისუფლების მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან გადამფრენფრინველებზე კანონის ფარგლებში დაშვებული წესით ნადირობის უფლებასმოითხოვდნენ.
მათი თქმით, უკვე რამდენიმე დღეა, გარემოს დაცვის თანამშრომლები მათნადრობის უფლებას არ აძლევენ, იარაღს ართმევებ და ჯარიმებს უწერენ.
მონადირეები აცხადებდნენ, რომ თუ რამდენიმე დღეში სიტუაცია არ გამოსწორდა და მათ გადამფრენ ფრინველებზენადირობის საშუალება არ მიეცემათ, რაც მხოლოდ ერთი თვე გრძელდება ზამთარში, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმასმიმართავდნენ.
მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი აქციაზე შეკრებილ მონადირეებს შეხვდა და მათთვის საინტერესოსაჭირბოროტო საკითხებზე თითოეულ მათგანს პირადად გაესაუბრა-ამის შესახებ "გურიის მოამბეს" მერიის პრესცენტრშიუთხრეს.
მათი განცხადებით, აქციის მონაწილეებთან მოხდა შეთანხმება, რომ მერი მათ შუამდგომლობას გაუწევს პარლამენტისგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელ კახაბერ კუჭავასთან დასაკავშირებლად, რათაერთობლივად განიხილონ აქციის მონაწილეთა წინადადებები.
ამირან ტაკიძე; ლანჩხუთი: „70 წლის ვხდები,მთელი ცხოვრებაა ვნადირობ და ახლა ასე გამოვიდა ორივე ფეხი მომაჭრეს,ამ ახალგაზრდებს რომ უყურებთ,ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობს,მიდის ტყეში,უამრავ კილომეტრს გადის ფეხით,ან მოინადირებს ან არა და ბრუნდება სახლში და მაინც გული მიუწევს ტყისკენ, მარიხუანას კი არ ეწევიან,ჯანსაღ ცხოვრებას მისდევენ და ამასაც გვიკრძალავენ.არ გვიშვებენ ტყეში,შემოხვალთ, დაგიჭერთო, დაგაჯარიმებთო და გაჩერებულები ვართ.ასე ღუპავენ ახალგაზრდობას, რა გააკეთონ? ლანჩხუთში ქარხანა არაა, ფაბრიკა არაა რომ იმუშაონ, ერთი ოცნება აქვთ წელიწადში ეს ერთი თვე წავიდნენ და ინადირონ,ფრინველიც ან გადმოფრინდება და ან არა...ამას ვაპროტესტებთ,ვიბრძოლებთ რომ დაგვითმონ და გვანადირონ ეს ერთი თვე, რაც არის კანონით გათვალისწინებული.თუ ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ გავაგრძელებთ აქციებს“
ბუხუტი ჯინჭარაძე: ოზურგეთი: „ამდენი წელი მონადირეებს ჰქონდათ უფლება ენადირათ, დღეს ეს ტერიტორია გადააქციეს „კოლხეთის ეროვნულ პარკად“ და არავის არ უშვებენ შიგნით.ფულს ხარჯავენ,ფრინველებს არჩენენ თუ რა? მონადირეები ამათ ჰგონიათ ქვეყნის დამაქცევარი ხალხი და ამ დროს ჩვენ ვართ ყველაზე წესიერი ხალხი,მე მონადირეებზე ვსაუბრობ და არა პირწავარდნილ ბრაკონიერებზე.მოგვცენ უფლება რუსეთიდან გადმომფრენ წყალში მცურავ ფრინველებზე ნადირობის.95 000 თოფებით რეგისტრირებული მონადირეა საქართველოში,ესენი არიან ჩვენი სამშობლოს რჩეული ჯარისკაცები,რომ დასჭირდეს სამშობლოს, ყველა თოფს აიღებს ხელში და დაიცავს თავის ქვეყანას და ოჯახს.იჭერენ და აჯარიმებენ,რას აშავებენ? არც ქვეყანას არაფერს ავნებენ,თუ გამოავლენენ ბრაკონიერს, დააჯარიმონ, პატიოსან კაცს რას ერჩიან? თოფს თუ დაიკავებს კაცი ხელში,მის მეგობრებთან ერთად გაივლის ტყეში,ას გრამ არაყს დალევს და ხუთცალ იხვს მოკლავს სეზონზე, ამისთვის უნდა დააჯარიმო მონადირე? ესაა მაღალი დონის უნამუსობა. მოსულები ვართ აქ შიშველი ხელებით და ვითხოვთ მოგვცენ სეზონზე ნადირობის უფლება, თუ არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს დავბრუნდებით ჩვენი თოფებით,ჩვენი ვაზნებით და ჩვენი ძაღლებით და სხვანაირად მოვიქცევით. 30 000 კაცი ისე მოვიყრით თავს დასავლეთ საქართველოდან, როგორც არაფერი და რას იზამენ ნეტა? ვის რა დავუშავეთ, მივუვარდით,დავაყაჩაღეთ? იქით გვერდში დავუდგებით იმ ხალხს ვინც ბრაკონიერებს აკონტროლებს.“
მერაბ ჩიხლაძემ; „კარავის“ მეპატრონე პალიასტომის ტბის მიდამოებში: „კატერი მაქვს შიგნით,რა გავაკეთო,ნება არ უნდა მქონდეს შესვლის? მარტო მე ხომ არ შევალ, ხალხი რას იფიქრებს? რას ვაშავებ? მოვკლავ 2-3 იხვს და ეგაა. ესენი ზიან გამგეობაში და იდებენ ჯიბეში ფულს და მე რა ვქნა, ქატო მაქვს შესატანი და არ მიშვებენ, სამი შვილი მყავს ხომ უნდა ვარჩინო? შიგნით საქონელი მყავს, ფერმა მაქვს ,პურის ფქვილიმიმაქვს ,ჭამა ხომ მინდა? გვიშლიან და რატომ? თოფიც არ მიმაქვს,მაგრამ მაინც არ მიშვებენ არშეიძლებაო,ბაღნებს სახლში საჭმელი რითი მივუტანო?
სოსო კვაჭაძე: პედაგოგი: ლანჩხუთი: „საკრებულოს დეპუტატი ვიყავი 2002 წელს და ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ეს პრობლემა.ეს ადგილი, გადამფრენი ფრინველების აეროდრომია.რამშალის კონვენცია მიერთებულია საერთაშორის კონვენციას, რომელსაც 1976 წელს შეუერთდა საქართველო.სადაო გახდა ის რომ ეს 10 000 ჰექტარი, სამეურნეო საქმიანობითაა დატვირთული,მოსახლეობა ეწევა ხვნა-თესვას, თიბვას, ნადირობას, თევზაობას და უკვე არის სრული აკრძალვა ყველაფრის, ეს კანონი ითვალისწინებს მოსახლეობის ნებას, მის დასტურს, მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესის გათვალისწინების შემდგომ, შეიძლება ეს კანონი ამოქმედდეს.მსოფლიო ფონდი პირდპირ ამბობს რომ, თუ მოსახლეობის ინტერესი და კანონი წინააღმდეგობაში მოვა, საქმე უნდა გადაწყდეს, ხლხის სასარგებლოდ. არცერთ გამგებელს, არცერთი საკრებულოდან მოყოლებული ამ 4-5 ცვლილებისა მთავრობებში, არვის ხელი არ მოუწერია,მითუმეტეს მაშინ, დანიშნული გამგებლები იყვნენ. ორ კაცს ვერ ნახავთ ვინც ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა,ვიგინდარებს არ ვგულისხმობ,ამიტომ მოსახლეობის ნება აქ არაა. მე სახლში მაქვს 10 000 ხელმოწერა სახელებით, გვარებით, მისამართებით,ამიტომაც ეს კანონი არ იმუშავებს, არცერთ გამგებელს ხელი არ მოუწერია ჯერ ამ დოკუმენტზე, არ არსებობს მიღება- ჩაბარების აქტი, ამას ვერავინ მოიტყუება. ოთხი წელია არავინ აწერს ხელს,ამბობდნენ რომ სასიცოცხლოდ მნისვნელოვანია ეს ხალხისთვისო. ახლა კი შემოგვიარეს, სულ არ გეკითხებით მოსახლეობასო და ასე ჯიქურ შემოდიან,ჩვენ ვაჟკაცები ვართ,გურულები ვართ,თავმოყვარეობა გვაქვს,მაინცდამაინც უნდა ავდუღდეთ და რევოლუცია დაიწყოს აქედან, ლანჩხუთიდან? ვერც ერთ კაცს ვერ ნახავთ გამგეობაში და საკრებულოში ამ კანონის მომხრეს,მაგრამ ასე ჯიქურ გააქვთ ეს კანონი, ხელისუფლებას და გარემოს დაცვის სამინისტროს. გვაფურთხებენ სულში...კითხეთ ჩვენს დეპუტატს, კითხეთ ალეკო სარიშვილს, საკრებულოს დეპუტატებს. წინა გუბერნატორმა ჩემს თვალწინ თქვა ხელს მოვიჭრი და ამ კანონს არ დავეთანხმებიო. გერმანიას აქვს 22 000 ჰექტარი ეროვნული პარკი, ჩვენ ნახევარი ჰექტარი, ყველაფერში არანორმალურები როგორ ვართ? ხალხის ხელისუფლება ვარო და შენს დეპუტატს არ უსმენ, არც არჩეულ მერს უსმენ, არავის უსმენ, ჯანყი უნდათ და მიიღებენ ამ ჯანყს.“
ზაზა დოლიძე: ლანჩხუთი: „ეროვნულ პარკად მიაქვთ ლანჩხუთის დიდი ტერიტორია,ესაა ჩვენთვის მთავარი პრობლემა.ადგილი სადაც ვნადირობდით,ვთევზაობდით,შეშას ვჭრიდით ტრადიციულად და ამ ახალი კანონით,გააკეთეს საგუშაგო პოსტები,გაჭიმეს ტროსები და შეგვიზღუდეს შესვლა მთლიანად. აგვიკრძალეს ყველაფერი, რასაც დღემდე ვაკეთებდით ამ ტერიტორიაზე.გადაკეთდა ეროვნულ პარკადო, ჩვენ თუ არ დაგვაკმაყოფილეს ადგილობრივები ვინ ვიზიტორებისთვის აკეთებენ? ვერც გვიხსნიან რა შედეგს მოგვიტანს,რა სიკეთე იქნება ამ პროექტს.ფაქტია ჩვენთვის,ლანჩხუთლებისთვის,მონადირეებისთვის წამგებიანია ეს ყველაფერი.ვითხოვთ ლეგალურად, ნებადართულად , გაფორმებული თოფით,ლიცენზიით ვინადიროთ როგორც ადრე ისე. ქართველი კაცები ვითხოვთ ნადირობის უფლებას,მეტი არაფერი გვინდა. დღეს ვართ უიარაღოთ, ვიცავთ კანონს,მაგრამ ხვალ,ზეგ მივალთ იმ ბლოგპოსტთან და ყველა მონადირე გადავალთ საზღვარზე და დავიწყებთ ნადირობას. ამათმა გაგვამწარეს,გვართმევენ თოფებს და გვიშლიან ნადირობას.ნადირობას ვითხოვთ ლიმიტირებულად. არანაირ წესს ჩვენ არ ვარღვევთ,თუ დავარღვევთ იმ შემთხვევაში დაგვიჭირონ.ერთ ფრინველს და ერთ ნადირს თუ ეპატრონენ?“
წყარო: http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=35495&fbclid=IwAR25sc5xaXUHeFceB1e0PVoaA2ZQiNIbvbuG5__oFvbeKbhDU6Oak-u4hpw#.XDjb3db3muY.facebook
|