მთავარი » 2018»სექტემბერი»1 » 3 სექტემბრიდან აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება
09:52:44
3 სექტემბრიდან აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება
3 სექტემბრიდან აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში რეგიონს უცხოელი სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესტუმრებიან.
"ფესტივალის განმავლობაში დღის პირველ ნახევარში მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. საღამოობით კი სასტუმრო "ოაზისში" მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ ლექციებსა და პრეზენტაციებს.
მათ შორის გამორჩეულია მეცნიერი, მტაცებელ ფრინველებზე მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი, ტურლიდერი ვილიამ კლარკი ამერიკიდან და ცნობილი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, წიგნების ავტორი, ტურლიდერი, ფრინველებზე დამკვირვებელი დეივიდ ლინდო დიდი ბრიტანეთიდან. ფესტივალში ჩართვა, გასვლით ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისცნობით, პრეზენტაციები და ლექციები ყოველდღე, სასტუმრო ოაზისში, 20:00 საათზე გაიმართება. ამასთან, საღამოს პრეზენტაციებზე დასასწრებად, ტრანსპორტირება შვიდივე დღის განმავლობაში უფასო იქნება და გამგზავრება ბულვარის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრიდან მოხდება.
რაც შეეხება გასვლით ტურებს, 6, 7, 8 სექტემბერს, პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი.
ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში 8 სექტემბერს დასრულდება.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ფესტივალში მონაწილეობისთვის აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია ლინკზე https://goo.gl/Kq5f7N
(რ)
კარგია რომ ჩამოდიან და აკვირდებიან გადამრენ ფრინველებს და ჩვენი მთავრობა ამაყად რომ ხვდება ამ უცხოელებს მაგრამ ის თუ უთხრეს რომ ეგრეთწოდებული გონიოს პოლიგონს რომ ყიდიან და სულ კორპუსების აშენებას რომ აპირებენ, გადამფრენ ფრინველებს მოსასვენებელი რომ არდაუტოვეს და განადგურება ემუქრება, + ჩვენ წესიერ მონადირეებს არგვაძლევენ ნადირობის საშუალებას და მათი მთავრობის წარმომადგენლებს ვისაც უნდა შედიან და ნადირობენ ...ამდენი აქცია ამდენი გულდაცწვეტილი მონადირეა და ერთის აზრიც არგაითვალისწინა აჭარის მთავრობამ ...დიდიდან დაწყებული პატარამდე მოსაცილებელიხართ....
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!