ამა წლის 19 ოქტომბერს შაბათს, შედგა გარემოსა და ნადირობის მდგრადი განვითარების საზოგადოების რიგგარეშე, საგანგებო, საბჭოს სხდომა.
რომელზეც საბჭოს მიერ განხილული იქნა რიგი საჭირბოროტო საკითხები.
1. სანადირო სავარგულების პრობლემები, რომლებიც ძირითადად ეხება ეროვნული პარკების ზრდას. კერძოდ კოლხეთის ეროვნული პარკის მიერ გურია სამეგრელოს ტერიტორიაზე, ტრადიციული სანადირო სავარგულების შემცირება. ასევე ჯავახეთის ტერიტორიაზე შემცირებული სანადირო სავარგულები.
2. ჰესების ქაოტური მშენებლობები, მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
3. მტაცებელი ცხოველების პოპულაციის კონტროლის ეფექტური მეთოდების შემუშვება.
4. წყალმცურავებზე ნადირობის სეზონის დახურვის თარიღის გადაწევა.
რადგან უპასუხოდ დარჩა ჩვენი არაერთგზის მიმართვა გარემოს დაცვის სამინისტროსადმი.
და ასევე სიცრუე აღმოჩნდა სამინისტოს დაპირება, რომ მონადირეთა ჩართულობით განხილული იქნებოდა წყალმცურავებზე სანადირო სეზონის დახურვის გადაწევა.
ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა
1 ნოემბერს (წყალმცურავებზე სანადირო სეზონის გახსნის დღეს) დღის 12 საათზე
დაიცვას როგორც მონადირეთა ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან საპორტესტო შეკრება-აქციით!
მოგიწოდებთ ყველას ვისაც გვაწუხებს ჩამოთვლილი პრობლემები, შევიკრიბოთ და დავიცვათ ჩვენი უფლებები! რადგანაც სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ეროვნული პარკების საზღვრების გაფართოება და ასევე ახალი პარკების შექმნა, არ ემსახურება ბიომრავალფეროვნების დაცვას! არამედ ორიენტირებულია ათეულობით მილიონიანი გრანტის მოპოვებაზე, რომლიდანაც მხოლოდ 1% მოხმარდება რეალურად პარკების ინფრასტრუქტურას!
1 ნოემბერს, ქ.თბილისი დიღომი მარშალ გელოვანის 6
12 საათი
მოვდივარ ჯიგარო. ..თქვენ გვერდში ვარ...თუგინა საერთოდ გავაუქმოთ გარემოშაცვის და ედამხედველობის სამინისტრო!რათ გვინდა ჩვენ ინტერესებს მაინც არიცავენ და....
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!