(რეზონანსი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მგლები შენიშნეს. მტაცებლები დასახლებულ პუნქტებში, დღეს დილის საათებში ადგილობრივებმა შენიშნეს.
როგორც ისინი აცხადებენ, წლების განმავლობაში მელექედურში მგელი არავის უნახავს, რადგან სოფელი ვაკეზეა გაშენებული, რაიონული ცენტრიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული და მჭიდროდაა დასახლებული.
"აქ ტყე არ არის, გაგვიკვირდა მგლების დანახვა, მაგრამ მტაცებელს რომ მოშივდება, ყველგან დაწანწალებს. ჩვენს სოფელში ტურები კი იყო ბლომად, მთელი ღამის განმავლობაში გვესმოდა მაგათი კივილი. ბოლო დღეებია, ტურის ხმა საერთოდ არ ისმის. შესაძლოა მათ მგლები დაერია.
ორი მგელი იყო ერთად. ძველი ჩაის ფაბრიკის შენობის ტერიტორიაზე მოძრაობდნენ. დროულად უნდა დაგვეხმარონ, სანამ ეს მშიერი მტაცებლები საქონლებს დაერევა. ამ ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტია და ადამიანებს ექმნებათ საფრთხე"-გვეუბნება ადგილობრივი მკვიდრი.
წყარო: http://resonancedaily.com/index.php?id_rub=4&id_artc=62225&fbclid=IwAR35z_efhG9WRghNarKuW6dUm0kM1ofclsw8wr_6QchvNPutvKANJIF-ce0
|