„საოცარი ზეწოლაა ჩვენზე, როგორც კი ფეხს შევადგამთ ტერიტორიაზე გვაჯარიმებენ“
მონადირეების საპროტესტო აქცია ლანჩხუთში
ასზე მეტი ლანჩხუთელი ნადირობის უფლების მოთხოვნით ქალაქის ცენტრში შეიკრიბა და ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა.
„საოცარ ზეწოლა ჩვენზე, როგორც კი ფეხს შევადგამ ტერიტორიაზე გვაჯარიმებენ. არადა ,გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა არ იკრძალება. ჩვენ ვაპროტესტებთ არსებულ მდგომარეობას და ვთხოვთ შეხვედრას დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელობასთან, რომ გავაცნოთ ჩვენი მოთხოვნები და მათგან პასუხი მივიღოთ. ამოვიდა მოთმინების ფიალა. ამდენი წელია გვატყუებენ, ხან რას გვპირდებიან, ხან რას. რა ეროვნული პარკი, რა ნაკრძალი, ხალხი შიმშილობს. სანამდე უნდა გვართმევნდნენ ნადირობის უფლებას?! ჩვენი რაიონი მონადირე რაიონია. აქ ვინც ვგავართ, მათ უკან ოჯახები დგას და ნადირობით ვარჩენთ ოჯახებს. გავიდა არჩევნები და დაიწყეს ჩვენი დაჯარიმება და შევიწროება. ახლა აღარ ვჭირდებით. დავიკავოთ ხალხო თოფი და გავიდეთ სანადიროდ. ყველას ხომ ვერ დაგვიჭერენ&ქუოტ; - აცხადებდნენ ლანჩხუთელი მონადირეები.
მონადირეების გარდა აქციაზე ის ფერმერებიც იმყოფებოდნენ, რომლეთა ფერმერული მეურნეობა ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა მოხვედრილი.
„თვითონ კაბინეტებში სხდედან და მაღალი ხელფასები აქვთ, ჩვენ კი ოჯახებს საკუთარი ფიზიკური შრომით ვარჩენთ. თურმე არ მაქვს უფლება საკუთარ ფერმაში კატერით საქონლისთვის საკვები შევიტანო. მაჯარიმებენ. მოვიდნენ და გაგვცენ პასუხი“ _ ამბობდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე მერაბ ჩიხლაძე.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მონადირეთა ორგანიზებით აქცია იმართება. გასულ წელს მათ კოლხეთის ეროვნული პარკის ხელმძღვანელობა შეხვდა და დახმარება აღუთქვა.
„კი იყვნენ, მაგრამ ლიმიტირებულ თევზაობაზე და ნადირობაზე გვესაუბრნენ. თანახმანი ვიყავით ამაზეც, მაგრამ რად გინდა, ვინმემ მოგვცა ამის ნებაც. ყველა ჩვენ გვატყუებს~ _ განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
აქციას ჩოხატაურელი და ოზურგეთელი მონადირეებიც შეუერთდნენ.
წყარო: https://www.facebook.com/www.guriatoday.ge/?__tn__=kCH-R&eid=ARC0mNVDqr3OkOF9XZ_pYQxYB2KeD78WEhILpJQBJeDE0j2MhCG9Cc8v-R3WN_nl0eDoEHGtCVnewCPB&hc_ref=A
|