პარასკევს 15 თებერვალს 12:00 საათზე ქალაქ ლანჩხუთში გამგეობის წინ ვიკრიბებით მოქალაქეები , რომელთაც უდიდესი და დღემდე მოუგვარებელი პრობლემა შეგვიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკის ფორმირებამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კუთვნილ (10212ჰექტარ) მიწის ფართობზე.
ვითხოვთ:
1) ტრადიციული გამოყენების ზონაში სამომავლოდ დაიშვას ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე, კანონში შევიდეს ცვლილება .
2) განისაზღვროს საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით , საშეშე მერქნის მოპოვების დროდ ზაფხულის პერიოდი . კლიმატური პირობებიდან გამომდინარე
3) მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გადაიხედოს კოლხეთის ეროვნული პარკის , ლანჩხუთის ტერიტორიაზე მკაცრი და ტრადიციული ზონის საზღვრები.
4) გათვალისწინებულ იქნას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები რომლებიც ეწევიან ფერმერულ საქმიანობას.
ვითხოვთ პრემიერ მინისტრთან შეხვედრას არსებული პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის მიზნით 1998 წლიდან დღემდე
წყარო: http://bazieri.ge
|